ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ყოველდღე უნდა დაუთმოს ტელევიზიებმა ეთერი - საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ არცერთია დალაგებული - "დალაგებული" კალაძე

ნახვები: 536 ყოველდღე უნდა დაუთმოს ტელევიზიებმა ეთერი - საზოგადოებას ვაჩვენოთ, რომ არცერთია დალაგებული - "დალაგებული" კალაძე

საზოგადოებრივ მაუწყებელში საოცარი სცენარი იყო, საოცრება - არცერთი არაა დალაგებული. თუ დავაკვირდებით ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, წარმოუდგენელია, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიხილეთ.

„საოცარი სცენარი იყო, საოცრება. ვფიქრობ, ამ ადამიანებს ყოველდღე უნდა დაუთმოს არამხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებლობამ, ყველა ტელევიზიამ ეთერი. ფართო საზოგადოებას ვაჩვენოთ, არცერთი არაა დალაგებული. თუ დავაკვირდებით ყველას აქვს ფსიქიკური პრობლემები. ამ ადამიანებს უნდათ ხელისუფლების ხელში ჩაგდება. წარმოუდგენელია, რაც გუშინ ვიხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. მინდა მადლობა გადავუხადო იქ მომუშავე ჟურნალისტს, ადამიანებს, ღირსეულად დადექით“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ აქციის მონაწილეები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ და არხის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. არხის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, რომელიც აქციის მონაწილეებთან პირადად ჩავიდა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა დააკმაყოფილა და აქციის რამდენიმე მონაწილე პირდაპირ ეთერში, გადაცემაში მიიწვია. აქციის მონაწილეების შეფასებით, ისინი პირველ არხთან აქციას ყოველდღიურად გამართავენ, სანამ არხის დირექცია დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა