ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

საია - 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო

ნახვები: 530 საია - 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას.

მათივე ცნობით, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

„შსს 2-3 დეკემბრის ღამის განმავლობაშიც აგრძელებდა 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას.

აქციის დაშლისკენ დემონსტრანტებს შსს-მ 21:15 საათისკენ მოუწოდებდა, ხოლო დარბევის ოპერაცია 21:44 წუთიდან დაიწყო.

პარლამენტის წინ აქციის დაშლისთვის შსს-მ წყლის ჭავლი გამოიყენა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ ინტერვიუში (22:13) განაცხადა შემდეგი: „მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ, თავიდანვე დაგვეწყო ღონისძიება […]".

შსს ამ შეფასებით ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას და შესაბამისად, 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა. მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია, საპოლიციო ძალები პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ მათ და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, („ტვ პირველის“ ეთერი, 02:19), რუსთაველის გამზირზე გაზის კაფსულებს შენობის სახურავიდან ისროდნენ, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველ პრაქტიკას წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ 03:00 საათზე, როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შევჩენკოს ქუჩაზე დროებით განათებები ჩაქრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა