ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

ლიეტუვის სეიმის რეზოლუცია - მოვუწოდებთ ევროკავშირს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივ რეპრესიებზე

06.12.2024 ნახვები: 531

ლიეტუვის სეიმი მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად პასუხისმგებლები არიან ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიების განხორციელებაზე, შეზღუდონ ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩერონ საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და შესაბამისად გაზარდონ მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიისთვის, - ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, სეიმი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ხალხის ლეგიტიმურ ევროპულ მისწრაფებებს და მათ სურვილს, იცხოვრონ აყვავებულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლიეტუვის პარლამენტი კატეგორიულად გმობს საქართველოს მთავრობის მხრიდან ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ თბილისსა და ქვეყნის სხვა ქვეყნებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას და უკანონო დაკავებას და რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებას მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

რეზოლუციის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევების მასშტაბის გათვალისწინებით, არჩევნები ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს და ამიტომ არ უნდა ჩაითვალოს არც თავისუფალ და არც სამართლიან არჩევნებად. სეიმის რეზოლუცია მხარს უჭერს ევროპარლამენტის მოწოდებას საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.

სეიმის რეზოლუცია ასევე მხარს უჭერს მოწოდებას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ საარჩევნო მანიპულირების, ამომრჩეველთა დაშინებისა და სისტემური დარღვევების ბრალდებებზე, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს. დოკუმენტი მიესალმება ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის გადაწყვეტილებას საქართველოში მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით, დარღვევების სათანადოდ და სრულყოფილად შეფასების მიზნით.

ამასთან, სეიმი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერას, თუმცა ამ გზაზე პროგრესი შეჩერებულია მანამ, სანამ არ გადაწყდება ძირითადი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ევროკავშირის გაფართოების ფუნდამენტურ კრიტერიუმებთან.

სეიმმა რეზოლუცია 109 ხმით მომხრე ერთი ხმით წინააღმდეგ მიიღო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა