ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც
დანიელ ტობლერი - კომპანია GEOTEST-ის მიერ ჩატარებული მყინვარების კვლევის სახით, საქართველოს მთავრობას უკვე კარგი საბაზისო მონაცემები აქვს
ვოლოდიმირ ზელენსკი - სამშვიდობო შეთანხმებას, შესაძლოა, მომავალ კვირას მოეწეროს ხელი
შსს - დაკავებულია რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, მათი შორის ათი არასრულწლოვანია
17 იანვრიდან საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, უმეტესად თოვლის სახით
ფიგურული ციგურაობა - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ფიგურული ციგურაობა | ნიკა ეგაძე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დონალდ ტრამპი - ოფიციალურად გადავედით ღაზის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის შემდეგ ფაზაში

თეონა აქუბარდია - ივანიშვილს მოუწევს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე წავიდეს

07.12.2024 ნახვები: 413

ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

აქუბარდიამ ისაუბრა 6 დეკემბრის ღამეს, პოლიციის მიერ აქციის მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებასა და ძალადობაზე.

„გუშინ, ჩვენ ვნახეთ, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის სისუსტის და შიშის გამოვლინება საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც პრემიერად წოდებული კობახიძე თავს იმშვიდებდა,რომ პროტესტის ტალღა შეწყდა. ჩვენ ვნახეთ, უპრეცედენტო ძალადობა მშვიდობიანი მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ, ვნახეთ, უკანონო ჩხრეკა და დაპატიმრება თავისუფლების მოედნის მეტროსთან, ბიჭი, რომელიც ამბობს „თავისუფლება საქართველოს“ და მღერის ჰიმნს. ვნახეთ, წყლის ჭავლი და სპეციალურ საშუალებები და გოგონა წყლის ჭავლის პირისპირ, რომელიც საკუთარ მეგობარს იცავდა. ვნახეთ, დედა, რომელსაც ხელიდან შვილი გასტაცეს შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა და რომელიც ეხვეწებოდა სპეცრაზმელებს,რომ მის შვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემა ჰქონდა და საბოლოო ჯამში, გუშინ ჩვენ ვნახეთ, მათ შორის ის „ზონდერები“, რომელიც შსს-ს მხრიდან ბიზნესმენებად არის მოხსენიებული, რომლებიც შეიარაღებულები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოგზავნა ივანიშვილმა. ეს არის ის უკანონობა და ავტორიტარული მართვის მეთოდები, რომელიც დასრულდება იმით, რომ ივანიშვილს მოუწევს წავიდეს საკუთარ ქვეყანასთან კომპრომისზე“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მან ოთხი ოპოზიციური პარტიის პოზიცია გააცნო მედიას და აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნები არის გზა, რითაც ქვეყანაში ძალმომრეობა და ქაოსი უნდა დასრულდეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, 4 ოპოზიციური ძალა ვამბობთ შემდეგს, რომ ხელახალი არჩევნები არის ის, გზა, რითაც უნდა დასრულდეს ეს ძალმომრეობა და ქაოსი ქვეყანაში, რათა ქვეყანა დავაბრუნოთ კონსტიტუციურ სივრცეში. ვიმეორებ ჩვენ მოთხოვნებს: თავისუფლება უკანონო პატიმრებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოხდეს დასურათება და საქმის აკინძვა ყველა იმ უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქის, რომელსაც შავნიღბიანი სპეცრაზმელები მიუქსია ავტორიტარმა უხეირო დიქტატორმა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

მისი თქმით, 6 დეკემბრის მონაცემებით, 48 პირზე მეტია დაკავებული პოლიციის მიერ, რომლებსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

აქუბარდიას ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე, დედა წერს, რომ მისი 15 წლის შვილი არის გადაყვანილი ჟვანიას სახელობის კლინიკაში, მოზარდი 12-მდე პოლიციელმა სცემა.

„ეს არის რეჟიმის ის სახე, რომელიც აუცილებლად დასრულდება ხალხის გამარჯვებით. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო დასავლელ პარტნიორებს, რომ გააძლიერონ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და იმ რეჟიმის, რომელიც საკუთარ ქვეყანას და ხალხს ასეთი ავტორიტარული რეჟიმით უპირისპირდება“, - განაცხადა აქუბარდიამ

ყველას ნახვა
ყველას ნახვა