ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

გიორგი ვაშაძე - პასუხს აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით

ნახვები: 495 გიორგი ვაშაძე - პასუხს აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით

რომელიმე იმ პოლიციელს გგონიათ, რომ რამე დაგიცავთ? ყველანი პასუხის აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით, ყველანი პასუხს აგებთ ამ სისასტიკეზე. არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება - რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ ხალხი არ გაჩერდება,- ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ოპოზიციური პარტიების ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძე ასევე საერთაშორისო საზოგადოებასაც მიმართავს და მათ კონკრეტული ქმედებების გადადგმისკენაც მოუწოდებს.

მისი თქმით, პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საფრანგეთში ვიზიტი სანქციების პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს.

„ტერორის ღამე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა მოაწყო, მშვიდობიან მომიტინგეებს უპრეცედენტო ძალა დაუპირისპირეს. სახალხო დამცველიც კი, რომელიც მათ ყველა ქმედებაზე თვალს ხუჭავდა, მანაც ვერსად დამალა, უკვე იმდენად ცალსახა იყო ტერორი.

ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს, მათ გასასვლელი არ მისცეს, ვინც ცდილობდა რუსთაველის მეტროსკენ გასვლას, ე.წ. დამჭერები დასდევდნენ და სწორედ იქ ხდებოდა მომიტინგეების დაკავებები, როცა მშობლებს შვილები გასტაცეს.

ადამიანებს აკავებდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს დროშა ჰქონდათ, ან საქართველოს ჰიმნს მღეროდნენ. წარმოუდგენელი რეალობაა, რაშიც ახლა ვართ. როდის ყოფილა საქართველოში, რომ მსახიობები დაეკავებინოთ, როდის იყო, რომ პროფესორ მასწავლებლები დაეჭირათ, როდის იყო ახალგაზრდების ასე მასიური დაჭერა, რომლებსაც სცემდნენ და მათზე ძალადობდნენ?

მინდა ერთი პოსტი წაგიკითხოთ -„ დააგდეს და ურტყეს, ცემის კორიდორში გაატარეს, არ ეყოთ და სათითაოდ პირში აფურთხეს“ - გესმით ხალხნო?

ნიღბების უკან მყოფ ადამიანებს ვეუბნები - თქვენ ვინმეს გგონიათ, რომ ეგ ნიღაბი დაგიცავთ? რომელიმე იმ პოლიციელს გგონიათ, რომ რამე დაგიცავთ? ყველანი პასუხის აგებთ, არა მხოლოდ რეჟიმის ლიდერები, არამედ ისინი, ვინც ნიღბების უკან იმალებით, ყველანი პასუხს აგებთ ამ სისასტიკეზე. არცერთი ადამიანი დაუსჯელი არ დარჩება.

არის შიდა და საერთაშორისო მექანიზმები, ყველას აუცილებლად გამოვავლენთ. კიდევ ერთხელ მივმართავ შსს-ს თანამშრომლებს, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირებს, გაემიჯნეთ ამ ძალადობას, ეს რეჟიმი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე დგას, რომ თქვენ უსიტყვოდ ასრულებთ მათ მითითებებს, პროტესტი არ ჩერდება, ხალხი რუსთაველზე მოდის, რაც არ უნდა იკრიჭოს კობახიძემ ხალხი არ გაჩერდება.

კობახიძეს მივმართავ, რომ იკრიჭები, შენი შვილი რომ იყოს ასეთ მდგომარეობაში, ან ოჯახის წევრები რას იზამდი?!

მინდა, ამ სპეცრაზმელების მშობლებს, მეუღლეებსა და შვილებს მივმართო, ხალხნო ცოტა გამოაფხიზლეთ ეს ხალხი. გუშინ ვიდეო ვნახეთ, თუ როგორი იღებს კონკრეტული სპეცრაზმელი ნარკოტიკულ ნივთიერებას, გამოფხიზლდით, ამ ქვეყანაში თქვენც ხომ ცხოვრობთ, გარეთ ხომ უნდა გამოგესვლებოდეთ?

დღეს, 5 საათზე ღირსების თაობის მხარდასაჭერად, ამ ახალგაზრდებს ღირსების თაობას ვეძახი, ყველანი თსუ-თან უნდა შევიკრიბოთ და მსვლელობით წამოვიდეთ რუსთაველისკენ, უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი. „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამარცხების გზა, საყოველთაო ერთიანობა, ერთსულოვნება და დიდი საყოველთაო დაუმორჩილებლობის ნიშნულამდე მისვლაა.

საერთაშორისო საზოგადოებას მივმართავ, გვიანდება სანქციები და გთხოვთ კონკრეტულ ქმედებებზე გადახვიდეთ! მივესალმები საფრანგეთში პრეზიდენტის ვიზიტს და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო დაჩქარდება ეს პროცესები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა