ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces
Russia will pay the price for strikes on Pryluky and Kramatorsk – Zelensky
Khmara, Pistorius discuss Ukraine's key needs to protect critical infrastructure
UK to provide GBP 54M in winter support to Ukraine

ალექსი დანილოვი - რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი

ნახვები: 555 ალექსი დანილოვი - რუსეთის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი

ყველა იმ პროვოკაციას, რომელსაც რუსეთის ფედერაცია განახორციელებს და აგრეთვე, მოხდება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არიან, ჩვენთან საერთო არაფერი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსი დანილოვმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ვერ ვხედავთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიან შემოჭრას. დღეს შეგვიძლია, ვთქვათ, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამისთვის გვაქვს შესაბამისი რეაგირება ჩვენი შეიარაღებული ძალების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებისგან“, – განაცხადა დანილოვმა.

დანილოვის თქმით, არის დიდი საფრთხე, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ოკუპირებულ დონბასში პროვოკაციებს განახორციელებენ.

„ჩვენი მონაცემებით, დღეს არის დიდი საფრთხე, რომ იქ მყოფი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები გარკვეულ პროვოცირებას მოახდენენ. მათ შეუძლიათ, გააკეთონ ის, რასაც საერთო არ აქვს ჩვენს სამხედროებთან და სამსახურებთან“, – განაცხადა დანილოვმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა