ურსულა ფონ დერ ლაიენი: სომხეთში არჩევნებმა კიდევ ერთხელ აჩვენა დემოკრატიის სიმტკიცე
არჩილ ჩხოტუამ საქართველოში პირველად, რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც უპრეცედენტო თირკმლის ტრანსპლანტაცია ჩაატარა
საგარეო უწყება: ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველომ რუსეთ-ცხინვალის 9 მაისის ე.წ. შეთანხმება გააპროტესტა
Zelensky: Russia launches over 70 missiles, nearly 500 drones overnight, main strike on Kyiv
Reuters: ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 295-ს მიაღწია
Massive strike on Kyiv: 13 killed, injuries rise to 90, people still trapped under rubble
War update: 259 clashes on frontline over past day, fiercest fighting in Pokrovsk and Sloviansk sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,140 over past day

სპეციალური საგამოძიებო სამსახური - ნოემბერ-დეკემბრის აქციებთან დაკავშირებით, გამოძიების დაწყებიდან დღემდე, გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი - დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა ექსპერტიზა

20.12.2024 ნახვები: 469

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სხვადასხვა წყაროდან შემოვიდა შეტყობინებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების და ცალკეული ჟურნალისტების უფლებების დარღვევის შემთხვევებს ეხებოდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 291 პირი, მათ შორის 38 ჟურნალისტი.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა აქციაზე დაშავებული 164 პირის მიმართ დაინიშნა.

სამსახურის მიერ მოპოვებული იქნა მედიით და საჯარო ინტერნეტ-სივრცეში გასული ჩანაწერები, მიმდინარეობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილზე და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა. ამ ეტაპისთვის მოპოვებული ჩანაწერების ჯამური ხანგრძლივობა 1100 საათს აღემატება.

მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 36 პირის ტანსაცმელი, რომელზეც დაინიშნა ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები.

დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.

გამოძიება, ფაქტობრივი გარემოებების დადგენის და ცალკეული სამართალდამცავების იდენტიფიცირების მიზნით, ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ატარებს.

შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის დადგენილებით, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც დაზარალებულად ცნობაზე ბრალდების მხარეს მიმართეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს. ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს მათ მიერ გამოკითხვაში დაფიქსირებულ ყველა გარემოებას, თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, იმ რესურსით, რომელიც უწყებას გააჩნია, თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე სამართლებრივი შედეგის დასადგომად, მაქსიმალურ ძალისხმევას წევს და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.

სამსახური, გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის”, - აცხადებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა