ზურაბ ჯაფარიძე: მხოლოდ პარტიების აკრძალვაზე არ არის საუბარი, პოლიტიკური საქმიანობა შესაძლოა ათასობით ადამიანს შეეზღუდოს
ნიკა გვარამია „იმედის“ წილების ცვლილებაზე: ტელეკომპანიიდან მამუკა მდინარაძე ჩამოაშორეს
დავით ოქიტაშვილი: საგამოძიებო უწყებიდან არავინ დამკავშირებია, მზად ვარ მივიდე და ვუთხრა ის, რაც ვიცი
ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აღარ აფინანსებს, თუმცა მოსახლეობის მხარდასაჭერად 2026 წელს 38 მილიონ ევროს გამოყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრაზე ჩავიდა – ლიდერები უკრაინის მხარდაჭერასა და 2027 წლის დაფინანსების საკითხს განიხილავენ
President Zelensky arrives at European Council meeting
Ukraine reports over 300 frontline clashes in past 24 hours, with most Russian attacks in Pokrovsk sector
Russian forces lose another 1,790 soldiers in war against Ukraine over past day

ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს-გია ვოლსკი

ნახვები: 522 ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს-გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ ვლადიმერ პუტინის მიმართ მომზადებული წერილი გარკვეულწილად პროვოკაციულია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს.

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველანაირი წინდახედულობაა გამოჩენილი ყველანაირ სიტუაციაში, მაგრამ როცა მსოფლიო ასეთი გლობალური დაპირისპირების წინაშე დგას, რასაკვირველია, ყველა სიტყვა უნდა აიწონოს. საქართველო ისეთ ნაბიჯს ვერ გადადგამს, რომელიც უფრო დააზიანებს ქვეყანას, ვიდრე რუსეთის მიმართ რაღაც რევერანსების კეთებას დაიწყებს. ირმა ინაშვილის განცხადება და წერილი გარკვეული პოლიტიკური ნიშის დაკავების სურვილს უფრო ჰგავს, ვიდრე სახელმწიფოსთვის სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს. ეს წერილი გარკვეულწილად პროვოკაციულიც არის, რადგან რუსეთის ფედერაციას, ასეა თუ ისეა, საქართველოში დასაყრდენი, პოლიტიკური პლატფორმა არ გააჩნია და თითქოს, მას ვიღაც თავის თავს სთავაზობს საყრდენ პლატფორმად. ამ წერილიდან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება თუნდაც ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან, მაგალითად, სამხედრო პარადზე ჩასვლა ან ისეთი განცხადებების გაკეთება, თითქოს არავინ იცოდეს და ხელისუფლებაში ვერ ერკვეოდნენ, საფრთხე საიდან მომდინარეობს. პოლიტიკოსებს დაფიქრება მართებთ, სანამ ასეთი წერილებით შეიწუხებენ თავს", - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა