შსს: არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კახა კალაძე: თბილისში საქალაქო რკინიგზის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა
გივი მიქანაძე: 2028 წლამდე ყველა სასკოლო საფეხურზე ჰუმანიტარული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სახელმძღვანელოები სრულად შეიცვლება
მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან
უკრაინის გენშტაბი: გასულ დღე-ღამეში ფრონტზე 256 საბრძოლო შეტაკება მოხდა
Ukraine war update: 256 clashes over past day, heaviest fighting on Pokrovsk, Sloviansk fronts
ADF neutralizes Kh-59 missile and 130 drones launched by Russia in overnight attack
უკრაინის გენშტაბი: რუსეთმა ომის დაწყებიდან 1,4 მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა

ნუგზარ გოგბერაშვილი - პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას მედავებიან მაშინ, როცა აქციას ტროტუარზე ვმართავდით

06.02.2025 ნახვები: 544

პოლიციელმა ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა. მკითხა, რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე დაკავებულმა, სტუდენტმა ნუგზარ გოგბერაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლოში განუცხადა.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე მედიასთან აღნიშნა, 4 თებერვალს, პარლამენტთან, მოშიმშილე ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.

„აქციაზე აბსოლუტურად მშვიდობიანად ვიმყოფებოდი. აქციაზე მყოფთა უმეტესობას ჟურნალისტები წარმოადგენდნენ და დაახლოებით 20-მდე ვიყავით სამოქალაქო პირი. მას შემდეგ, რაც პოლიციამ მოგვიწოდა გადავსულიყავით სავალი ნაწილიდან, გადავედით. ამის შემდეგ უკვე ტროტუარზე ვართ და პოლიციამ შექმნა ალყა. ორივე მხრიდან, ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით ჭყლეტა იყო და ამ დროს ნიღბიანი პირი შემოდის და მიტაცებს. ამტკიცებენ, რომ მე არ ვიმყოფებოდი ტროტუარზე და რომ გადაადგილება შემეძლო იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც მიმითითებდნენ. ეს შეუძლებელი იყო, ყველა კადრში ჩანს, რომ ჭყლეტა იყო გადაადგილება არ შემეძლო. აქცია მიმდინარეობდა პარლამენტის გვერდითა შესასვლელთან, ტროტუარზე. პოლიციის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, თუმცა იყო ცინიკური დამოკიდებულება, არაკორექტული საუბარი არა უშუალოდ დამკავებლისგან, არამედ სხვა პოლიციელების მხრიდან, მათგან იყო ასეთი შეძახილები. მათ ნიღაბი არ ეკეთათ. ამის შემდგომ გადამიყვანეს თეთრ ავტობუსში, იქაც იყო მცირედი სიტყვიერი შეურაცხყოფა. ასევე, ქუდი მესროლა, სავარაუდოდ, ერთ-ერთმა დამკავებელმა. ჩემი ქუდი იყო, რომელიც მესროლა. ანუ ქუდი მომაძრო და შემდეგ სახეში მესროლა. მკითხა, რატომ ვიმყოფებოდი აქციაზე.

სხვა დაკავებულების მიმართ, რომ ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ასეთი ნამდვილად არ ყოფილა“, - განაცხადა ნუგზარ გოგბერაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა