აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელის მდგომარეობა იგივე რჩება - უტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები

ნახვები: 502 ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელის მდგომარეობა იგივე რჩება - უტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივე რჩება და განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები უტარდება.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი ექიმების მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

„მზია ამაღლობელის [ჯანმრთელობის] მდგომარეობა იგივე რჩება. სასიცოცხლო პარამეტრები ნორმის ფარგლებში რჩება, მზია ამაღლობელი სამედიცინო მონიტორინგის ქვეშ იმყოფება. ის ასრულებს რეკომენდაციებს, რაც ექიმების მიერ გაცემულია. მას ასევე უტარდება დამატებითი, განმეორებითი ლაბორატორიული კვლევები“, - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ თავდაპირველად სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. მზია ამაღლობელი უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა