აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

გიორგი გახარია - „ოცნებამ“ ჯერ მის რიგებში მყოფი „ნაცები“ გაასამართლოს

ნახვები: 516 გიორგი გახარია - „ოცნებამ“ ჯერ მის რიგებში მყოფი „ნაცები“ გაასამართლოს

„ოცნებამ“ ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი „ნაცები“ არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური „ნაცები“, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ „ოცნება“ ვინმეს გამსამართლებელია,- ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში შექმნილ 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და მისი პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განაცხადა.

გიორგი გახარია საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას ცირკს უწოდებს და მმართველ პარტიას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, ახალი არჩევნების ჩანიშვნისკენ და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

„არ ვაპირებთ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის. რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, “ოცნებამ” ჯერ გასამართლება დაიწყოს იმ ადამიანების, რომლებიც ყოფილი “ნაცები” არიან მის რიგებში, ნამდვილი ფუნდამენტალისტური “ნაცები”, რომლებიც იყვნენ, შემდგომ რაღაც იმედი შეიძლება გაჩნდეს, რომ “ოცნება” ვინმეს გამსამართლებელია და რაიმეს აპირებს. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ფარსი და ტყუილია. მცდელობაა, რომ ფარსი პოლიტიკური პროცესი შეიქმნას, სინამდვილეში დღეს გასასამართლებელია „ოცნებაც“ და „ნაციონალური მოძრაობაც“ და როგორ უნდა გაასამართლონ მათ ერთმანეთი, არ წარმომიდგენია. სჯობს მათ ამ ცირკს თავი დაანებონ და იზრუნონ იმაზე, რომ პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ, არჩევნების ახალი თარიღი დაინიშნონ და შეიცვალოს საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები თავიანთ საბაზისო უფლებებს ქუჩაში კი არ იცავდნენ, არამედ ამის გაკეთება უფრო ცივილიზებულ დემოკრატიულ ფორმებში შეეძლოთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე, გიორგი გახარია გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას NGO სექტორის დაფინანსებასთან დაკავშირებით და მას სისულელე და ტყუილი უწოდა.

მისივე თქმით, მმართველი პატრია ახლა თვითგადარჩენის პროცესშია, რომ თავიანთ ამომრჩევლებს რაიმე დააჯეროს.

„ჩვენი ხელისუფლება სისულელეს ლაპარაკობს, უბრალოდ ეს არის თვითგადარჩენის ინსტინქტი. რაღაცა ხომ უნდა თქვან, ვიღაცას რაღაც ხომ დააბრალონ და აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, რომლებსაც ვეღარაფერს ვეღარ აჯერებენ. ათას სისულელესა და ტყუილს ლაპარაკობენ. ვიღაცას „გლობალური ომის პარტიის“ წევრობას დააბრალებენ, „დიფ სტეიტსა“ და ათას სისულელეს მოიგონებენ და ჩვენ მომავალში დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე ვიცინებთ და ღიმილით გავიხსენებთ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა