აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელს ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის

ნახვები: 523 ზურაბ ჩხაიძე - მზია ამაღლობელს ყველა ის სიმპტომი აქვს, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის

მზია ამაღლობელს აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც ხანგრძლივ შიმშილობას უკავშირდება, გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის - 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ძალიან დიდი რისკია სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განუცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის გონების დაკარგვას ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, ჩხაიძის თქმით, კლინიკის საექიმო გუნდის რეკომენდაციაა, რომ მზია ამაღლობელი დარჩეს ექიმების მონიტორინგის ქვეშ.

„მოგეხსენებათ, პაციენტი უკვე 31-ე დღეა შიმშილობს. ხანგრძლივი შიმშილობის პროცესი ძალიან რთული ფიზიოლოგიური პროცესია და შიმშილობის ყოველი გაგრძელებული დღე დაკავშირებულია რეალურ შესაბამის გართულებებთან. ეს არის ნახშირწყლოვანი წვა, ეს არის ცხიმების წვა, ეს არის ცილებისა და შინაგანი რესურსების გამოყენება, რაც იწვევს სხვადასხვა და პირველ რიგში, კარდიოვასკულარულ გართულებებს. ამასთან, სხვადასხვა ორგანოს ფუნქციების მოშლას და ა.შ. კლინიკა, რა თქმა უნდა, მზად არის და ყოველდღიურად ახორციელებს მონიტორინგის პროცესს და ვთავაზობთ შესაბამის სამედიცინო სერვისს მონიტორინგის კუთხით. ყოველდღიურად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, თუ საჭიროა ინსტრუმენტალური კვლევების ჩართვა და ა.შ

რა თქმა უნდა, მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი სიმპტომი, რაც უკავშირდება ამ ხანგრძლივ შიმშილობას და მის ეფექტს 31 დღის განმავლობაში. გადაადგილება მისთვის მარტივი არ არის, თუმცა ცდილობს გადაადგილდეს, უფრო აქტიური იყოს, იმოძრაოს. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ 30 დღის შემდგომ ყოველი დღე ეს არის ძალიან დიდი რისკი სხვადასხვა ორგანოს ფუნქციის მოშლისა და გართულების.

ქრონიკული დაავადებები, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია ჩვენი საექიმო გუნდის მიერ და ყველაფერი კეთდება პრევენციის მიზნით. იცით, რომ შემოსული იყო სახალხო დამცველი აპარატთან არსებული ექიმთა ჯგუფი, ჩვენი ერთობლივი რეკომენდაციაა, რომ იმყოფებოდეს მონიტორინგის ქვეშ კლინიკის პირობებში, რადგან ყოველდღიური მოსალოდნელი გართულება უფრო ადვილი სამართავი იქნება კლინიკის პირობებში.

ის აბსოლუტურად ადეკვატურად აღიქვამს მოსალოდნელ გართულებებს და დათანხმდა, რომ მონიტორინგის პროცესი გაგრძელდეს კლინიკის პირობებში. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, იქნებ ამაში უფრო ჩაერთოს თუნდაც საზოგადოება, თუნდაც ადვოკატები ან ოჯახის წევრები, რათა ეს მოსალოდნელი გართულებები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა