აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

კაია კალასი - რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია

ნახვები: 451 კაია კალასი - რუსების დაშოშმინებას არასდროს გაუმართლებია

ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება უბრალოდ არ იმუშავებს, ნებისმიერი გარიგებისთვის გვჭირდება ევროპელები და უკრაინელები, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას კალასმა აღნიშნა, რომ არაფერი უნდა გამოირიცხოს მოლაპარაკებების დაწყებამდე, რადგან ეს რუსეთს არგებს და დასძინა: „რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს, რაც სურთ, ეს დაშოშმინებაა, ამას არასდროს გაუმართლებია”.

“ნატოში წევრობა უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტიაა, რომელიც არსებობს. და რეალურად, ეს ყველაზე იაფი გარანტიაც არის.

თუ ვამბობთ, რომ ნატოში წევრობა არ იქნება, მაგრამ რაიმე სხვა უსაფრთხოების გარანტიები იქნება, მაშინ ყველამ უნდა უპასუხოს კითხვას: რა არის ეს უსაფრთხოების გარანტიები რეალურად?

კიდევ ერთხელ, ვიტყვი, რომ არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ, სანამ მოლაპარაკებები არც კი დაწყებულა, ვინაიდან, ეს რუსეთს არგებს და მათ ეს სურთ. რატომ ვაძლევთ მათ ყველაფერს რაც სურთ, სანამ მოლაპარაკებები არც დაწყებულა? - ეს დაშოშმინებაა, ამას არასდროს გაუმართლებია!”, - განაცხადა კალასმა და დასძინა, რომ შეთანხმება უკრაინისა და ევროპის გარეშე არ იმუშავებს.

„კიდევ ერთხელ, მინდა ვთქვა, რომ თუ იქნება ჩვენს ზურგს უკან მიღწეული შეთანხმება, ის უბრალოდ არ იმუშავებს! ვინაიდან, ნებისმიერი სახის გარიგებისთვის, ნებისმიერი სახის შეთანხმებისთვის, გვჭირდება ევროპელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას, გვჭირდება უკრაინელები, რომლებიც გაატარებენ ამ შეთანხმებას.

ასე რომ... კარგადაც არ ჩანს, თუ ვინმე რაიმეზე თანხმდება, ყველა დანარჩენი ამბობს: “კარგი, შენ შეთანხმდი, მაგრამ ჩვენ ამას არ გავყვებით!”.

უკრაინელები წინააღმდეგობას გაწევენ და ჩვენ მხარს დავუჭერთ მათ”, - განაცხადა კალასმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა