ფიგურული ციგურაობა - ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
დონალდ ტრამპი - ნატო, უთხარით დანიას, რომ ახლავე გაიყვანოს რუსეთი და ჩინეთი გრენლანდიიდან
Parliament appoints Fedorov as Ukraine's defense minister
უკრაინის თავდაცვის მინისტრად მიხაილ ფედოროვი დანიშნა
დონალდ ტრამპი - აშშ-ს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება
18 იანვრამდე ცივი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი
CNN - ირანში Starlink-ის ინტერნეტ სერვისზე წვდომა უფასო გახდა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებთან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციების პაკეტის საკითხი განიხილა

თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025 “ იმართება

14.02.2025 ნახვები: 327

 

თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.  

ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“.  ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.

 

გაეცანით 2025 წლის ნომინაციებია:

  • დოკუმენტური სერია 
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო ერთი კადრი /Single Image/
  • მობილური ფოტო

 

კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც.

 

ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს: ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/, თინა შელჰორნი /გერმანია/, ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/, რიჩარდ ბრამი /აშშ/, დინა ოგანოვა /საქართველო/, ვინს ჩიანი /აშშ/.

 

საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 აშშ დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს - 500 აშშ დოლარი. 

 

კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია.

 

"ქოლგა თბილისი ფოტო" 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს.

ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვის კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა