აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროპულ სამიტს ორშაბათს უმასპინძლებს

ნახვები: 503 ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხებზე ევროპულ სამიტს ორშაბათს უმასპინძლებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ორშაბათს ევროპელი ლიდერების საგანგებო სამიტს გამართავს, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი და ევროპის უსაფრთხოება განიხილონ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

”ის მოიწვევს ევროპის მთავარ ქვეყნებს, რათა განიხილონ ევროპული უსაფრთხოება”, - განუცხადა ჟან-ნოელ ბარომ რადიო France Inter-ს და დასძინა, რომ შეხვედრა იქნება სამუშაო სესია და მისი ”ზედმეტად დრამატიზირება“ არ უნდა მოხდეს.

ამასთან, საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ შეხვედრაში მონაწილეობას.

Reuters-ი ექვს ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს, რომ პარიზში მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან გაერთიანებული სამეფო, გერმანია, პოლონეთი, იტალია, დანია, ასევე ევროკავშირის ხელმძღვანელობა და ნატო-ს გენერალური მდივანი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა