აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

ვოლოდიმირ ზელენსკი - საუდის არაბეთში გამართული შეხვედრით აშშ რუსეთს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა

ნახვები: 523 ვოლოდიმირ ზელენსკი - საუდის არაბეთში გამართული შეხვედრით აშშ რუსეთს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა

საუდის არაბეთში გამართული შეხვედრით აშშ რუსეთს იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც ვთქვი, რასაც ისინი საუდის არაბეთში განიხილავენ მათი უფლებაა. თუმცა, მიმაჩნია, რომ აშშ პუტინს სრულმასშტაბიანი შემოჭრის გამო მოქცეული მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ერ-რიადში გამართული შეხვედრით კიევი „არ გაღიზიანებულა და ყველაფრისთვის მზად არის“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ აშშ-მა უკრაინას 500 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება აღმოუჩინა და ამის ანაზღაურება უკრაინის ბუნებრივი რესურსების მეშვეობით უნდა მოხდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ სრულიად განსხვავებული რიცხვები გვაქვს. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია. ომი 320 მილიარდი დოლარი დაგვიჯდა. 120 მილიარდი ჩვენია, უკრაინელი ხალხის. 200 მილიარდი - ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების. მათ შორის, შეიარაღების პაკეტები. სულ, აშშ-მა 67 მილიარდის ღირებულების შეიარაღება გადმოგვცა და 31,5 მილიარდი ბიუჯეტისთვის, პირდაპირი ფინანსური დახმარების სახით, გამოყო. იყო ინდივიდუალური პროგრამებიც, მაგრამ არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ დახმარების საერთო ღირებულება 500 მილიარდი დოლარი იყო ან იმის მოთხოვნა, რომ ამის ანაზღაურება წიაღისეულით ან სხვა რამით მოხდეს. ამის შესახებ საუბარი არასერიოზულია. მაგრამ, ჩვენ სერიოზული დოკუმენტისთვის მზად ვართ. ჩვენ უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა