აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბი დოკუმენტების დამზადების საქმეზე ბრალდებული გიორგი ხატიაშვილი არგენტინიდან საქართველოში ექსტრადირებულია
ევროკომისია: რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება 45%-დან 12%-მდე შემცირდა – გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტა 2027 წლის ბოლომდე იგეგმება
ჯორჯია მელონი: უკრაინის დანებება მშვიდობა კი არა, დაპყრობა იქნება – მხოლოდ სამართლიანი მშვიდობა შეიძლება იყოს ხანგრძლივი
Russia launches massive drone attack on Ukraine: Air Defence neutralizes 536 of 580 targets
Russia loses another 1,880 personnel, three air defence systems in war against Ukraine over past day
Zelensky on US–Russia `diesel deal`: We lose strong partner
Ukraine's military intelligence publishes details on seven more Russian propagandists justifying war against Ukraine
Ukrainian and French communities discuss urban resilience and reconstruction in Nice

თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

ნახვები: 486 თიბისი x Amazon Web Services - ტექ პარტნიორობა და კოლაბორაცია

 

თიბისი მოწინავე ტექ კომპანიაა. ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამის ნათელ მაგალითად კი, თიბისი IT აკადემია შეგვიძლია დავასახელოთ, სადაც სალექციო კურსებს, ძირითადად, თიბისის ტექ პროფესიონალები კითხულობენ.

თიბისი IT აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი DevOps მიმართულების კურსია, რომლის პროგრამაც მაქსიმალურად პრაქტიკულია და სასწავლო პროცესი რეალურ სამუშაო გარემოს ემსგავსება. სტუდენტებისთვის საგანგებოდ შეიქმნა სატესტო ლაბი, რომელიც თიბისის რეალური სამუშაო გარემოს ანალოგია და  პრაქტიკული დავალებების შესრულებასაც გულისხმობს.

კურსი კიდევ უფრო საინტერესო და ღირებული Amazon Web Services-თან პარტნიორობის დაწყების შემდეგ გახდა.

ამ თანამშრომლობის ინიციატორები არიან თიბისის გუნდის წევრები - გიორგი კაჭარავა (SRE ლიდი), საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი) და თიბისი ჯგუფის გუნდის წევრი გიორგი სემენიხინი (ქლაუდ ინჟინერი), რომლებიც, ამავდროულად, ამ კურსის ლექტორები არიან.

AWS Cloud Platform თიბისის ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია. კომპანიის ქლაუდ პლატფორმის დიდი ნაწილი AWS-ის ინფრასტრუქტურაშია გამართული. ის ყველაზე პოპულარული ღრუბლოვანი გარემოა. აქედან გამომდინარე, ტექ ტალანტებისთვის კურსში გათვალისწინებულია AWS-ის შესწავლა. დამწყებ ტექ ტალანტებს, რომლებიც თიბისი IT აკადემიაში DevOps-ს შეისწავლიან, შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ცოდნა და გაიზიარონ გამოცდილება Amazon-ის წამყვანი ტექ ინჟინრებისგან.

“ჩვენ გავმართეთ AWS-ის ინფრასტრუქტურა თიბისი აკადემიის სტუდენტებისთვის. შედეგად ისინი სწავლობენ AWS-ის სერვისებს და საშუალება აქვთ თეორიული ცოდნა მყისიერად გამოიყენონ პრაქტიკაში და იმუშაონ იმ ტიპის ამოცანებზე, რომლებიც რეალურ სამუშაო გარემოში ხვდებათ „ - ამბობს გიორგი სემენიხინი, თიბისი ჯგუფის ქლაუდ ინჟინერი.

ლაბის ტექნიკური მხარე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პარტნიორობის ფარგლებში, ასევე, საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას - AWS Gameday-ის, რომელიც, პირველ ეტაპზე, 1 მარტს მხოლოდ IT აკადემიის სტუდენტებისა და კომპანიის თანამშრომლებისთვის განხორციელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა