ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ევროკომისია ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს - ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს

ნახვები: 496 ევროკომისია ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებას პასუხობს - ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს

ევროკომისიის განცხადებით, ბლოკი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალ და სამართლიან ვაჭრობაში გაუმართლებელ ბარიერებზე.

Reuters-ის ინფორმაციით, კომისიის პრესსპიკერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ძალიან მალე გამოაცხადებს 25 პროცენტიან ტარიფს ევროკავშირიდან იმპორტირებულ პროდუქტზე.

“ევროკავშირი მტკიცე და დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობის დაუსაბუთებელ ბარიერებზე, მათ შორის, როდესაც ტარიფები გამოიყენება სამართლებრივი და არადისკრიმინაციული პოლიტიკისთვის გამოწვევის შესაქმნელად“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ევროკავშირი ყოველთვის დაიცავს ევროპულ ბიზნესს, მუშაკებსა და მომხმარებლებს გაუმართლებელი ტარიფებისგან.

ევროკომისიის პრესსპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი და ინტეგრირებული ერთიანი ბაზრის შექმნით, ევროკავშირმა ხელი შეუწყო ვაჭრობას, შეამცირა ხარჯები ამერიკელი ექსპორტიორებისთვის და მოახდინა სტანდარტებისა და რეგულაციების ჰარმონიზაცია 27 ქვეყანაში.

„შედეგად, აშშ-ის ინვესტიციები ევროპაში უაღრესად მომგებიანია. ევროპა მხარს უჭერს დიალოგს, ღიაობასა და ორმხრივობას. მზად ვართ პარტნიორობისთვის, თუ წესების მიხედვით ითამაშებთ. მაგრამ ჩვენ ასევე დავიცავთ ჩვენს მომხმარებლებს და ბიზნესს. ისინი ჩვენგან ამაზე ნაკლებს არ მოელიან“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა