ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდება

ნახვები: 517 დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტრამპს შეხვდება

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩავიდა, - ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის ელჩის რეზიდენციაში საუბრისას მან ხაზი გაუსვა აშშ-გაერთიანებული სამეფოს პარტნიორობის მნიშვნელობას.

„ჩვენ გვინდა ვიმუშაოთ თქვენთან, გვინდა მოგესალმოთ ბრიტანეთში. ჩვენ გვინდა ახალი პარტნიორობა, რადგან ჩვენი ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც ერთად ვმუშაობთ, დიდებული საქმეები ხდება“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

მანამდე კი, ჟურნალისტებთან საუბარში, პრემიერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინის საკითხზე აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეთანხმებულად მუშაობს.

კითხვაზე, ენდობა თუ არა პრეზიდენტ ტრამპს იმ ფონზე, რაც ბოლო კვირებში მოხდა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა „დიახ".

„მე მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. როგორც მოგეხსენებათ, მე მას შევხვდი, ვესაუბრე მას ტელეფონით და ეს ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის არის განსაკუთრებული ურთიერთობა ხანგრძლივი ისტორიით და მინდა, რომ ის კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობიანი გამოსავალი. ეს უნდა იყოს ხანგრძლივი მშვიდობა და ეს ჩვენგან ეფექტური უსაფრთხოების გარანტიის განხორციელებას მოითხოვს. ზუსტად რა არის ამის კონფიგურაცია, ზუსტად რა არის მხარდაჭერა, ინტენსიური განხილვის საგანია. მაგრამ იმის მიზეზი, რის გამოც ვამბობ, რომ მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანია, არის ის, რომ უსაფრთხოების გარანტია საკმარისი უნდა იყოს ხელახალი მოსვლისგან პუტინის შესაკავებლად, რადგან ჩემი შეშფოთება არის, რომ თუკი იქნება ცეცხლის შეწყვეტა მხარდაჭერის გარეშე, ეს უბრალოდ მისცემს მას შესაძლებლობას, მოიცადოს და კვლავ მოვიდეს, რადგან მისი ამბიცია უკრაინასთან მიმართებაში საკმაოდ აშკარაა იმისთვის, რომ ყველამ დაინახოს“, - აღნიშნა კირ სტარმერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა