ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მარგუს ცაჰკნა - არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად

ნახვები: 536 მარგუს ცაჰკნა - არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ევროპულ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის მიმართ მთელი თავიანთი გავლენა გამოიყენონ, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ცაჰკნამ RND-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა ამჟამად ძალიან ძლიერ მდგომარეობაშია, მაგრამ ეს პოზიცია უნდა დაიცვას.

„პუტინი ომის მთავარ მოტივს ინარჩუნებს. რუსეთის მიზანი ამ ომში არა მხოლოდ უკრაინაში ტერიტორიის ხელში ჩაგდებაა, არამედ ევროპული უსაფრთხოების მთელი არქიტექტურის შეცვლაც. ჩვენ, ევროპელებს ბევრი რამ გვაქვს ხელში, რათა მოლაპარაკებებში რუსეთზე ზეწოლა მოვახდინოთ“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, პუტინს სურს, 220 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივები დაიბრუნოს და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას მიაღწიოს.

„ორივე ჩვენს ხელშია და არა ამერიკელების ხელში”, - დასძინა მარგუს ცაჰკნამ.

მისი თქმით, ტრამპი სერიოზულად არ ეკიდება პუტინის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებს.

„ჩვენ არ უნდა მივცეთ ტრამპს უფლება, გადაწეროს ისტორია სწრაფი შეთანხმების მისაღწევად. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს და მალე ორ პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე ეკონომიკურად და სანქციების დახმარებით, რათა მოსკოვს არ ჰქონდეს უკეთესი პოზიცია მოლაპარაკებებში. თუ რუსეთს და აშშ-ს სურთ ისაუბრონ ევროპასა და უკრაინაზე, შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი თანხმობის გარეშე", - აღნიშნა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა