ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მოსალოდნელია ყინვების მკვეთრი გაძლიერება

ნახვები: 468 მოსალოდნელია ყინვების მკვეთრი გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოში თოვა შეწყდება, თუმცა ღამით ყინვა მოიმატებს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, 8-9 მარტამდე იქნება „სითბოს მგრძნობელობა, მაგრამ ამასთან ერთად ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი“.

„დღეს, 16:00 საათიდან თოვა უნდა შეწყდეს დასავლეთ საქართველოში და მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. ცივი ჰაერის მასები, რომელიც ამიერკავკასიის ჩრდილოეთიდან ვრცელდებოდა მთელ საქართველოში, იწვევდა ძლიერ თოვას ცალკეულ რეგიონში, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

ღამე ყინვები მოიმატებს, კახეთში ყინვა იყო -8, -9 გრადუსი, კიდევ უფრო მომატებას ვფიქრობთ. დასავლეთ საქართველოს დაბლობ და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ამ საღამოს ყინვების მკვეთრი გაძლიერება.

ხვალ დილით, გაყინული ჰაერის მასა მზის ხარჯზე დაიწყებს გათბობას, მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში იქნება 1-დან 6 გრადუსამდე, მაღალ მთებში მოსალოდნელია -7 და -2.

28 თებერვალს უნალექო ამინდი მთელი დღე შენარჩუნდება, იქნება მზიანი ამინდი. 1-ელ მარტს საქართველოს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექია მოსალოდნელი, ღამე ყინვები შემცირდება. 2 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 1-ელ, 3-4 მარტს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელი ნალექი თოვლის სახით, ყინვები შერბილდება და დღისით ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. მთლიანი გამოდარება, უნალექო და თბილი ამინდი ჯერ მოსალოდნელი არ არის.

8-9 მარტამდე იქნება სითბოს მგრძნობელობა, მაგრამ ამასთან ერთად ცალკეულ რაიონებში ნალექი იქნება“,- აღნიშნა დოდო გვაზავამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა