ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

ნახვები: 370 მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს

„ბათუმელებისა“ და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, მისი სურვილით, კლინიკა „ვივამედიდან“ პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა დაუდასტურა.

მანამდე, რამდენიმე საათის წინ საია-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი 26 თებერვალს უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, თუმცა იმ დროისთვის, ის ჯერ კიდევ რჩებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, მზია ამაღლობელი დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვდა.

მზია ამაღლობელმა შიმშილობა 18 თებერვალს შეწყვიტა. მზია ამაღლობელმა, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის ფაქტზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება 38-ე დღეს მიიღო. ის დაკავების მომენტიდან შიმშილობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა