აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

კაია კალასი - წარმოიდგინეთ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ ოსამა ბინ ლადენთან რომ დამსხდარიყავით და გეთქვათ: „კარგი, კიდევ რა გინდა?“

28.02.2025 ნახვები: 466

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო-ში გაერთიანებისკენ უკრაინის სწრაფვა იყო და რომ უკრაინას შეუძლია ალიანსში გაწევრიანება დაივიწყოს, რუსეთის ნარატივების გამეორებაა.

„ეს ბრალდებები სრულიად არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს არის რუსული ნარატივი, რომელიც არ უნდა „ვიყიდოთ“. რატომ ვართ ნატო-ში? იმიტომ, რომ რუსეთის გვეშინია. ერთადერთი, რაც ნამდვილად მუშაობს - უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია, რომელიც მუშაობს - არის ნატო-ს ქოლგა,” – აღნიშნა კალასმა Agence France-Presse-თან ინტერვიუში.

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის მიმართ დონალდ ტრამპის მიდგომაზე საუბრისას კალასმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა არ უნდა მიიღოს ის, რაც სურს.

„ჩემი კითხვაა, რატომ უნდა მივცეთ რუსეთს ის, რაც სურს ყველაფერი იმის შემდეგ, რაც მან უკვე გააკეთა - შეუტია უკრაინას, მოახდინა ტერიტორიის ანექსია, ტერიტორიის ოკუპაცია და ახლა დამატებით რაღაცის შეთავაზება? წარმოიდგინეთ, აქ, ამერიკაში, 11 სექტემბრის შემდეგ ოსამა ბინ ლადენთან რომ დამსხდარიყავით და გეთქვათ: „კარგი, კიდევ რა გინდა?“ ვგულისხმობ, რომ ეს წარმოუდგენელია“.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია დაივიწყოს ნატო-ში გაწევრიანება.

„შეგიძლიათ დაივიწყოთ (ნატო-ში გაწევრიანება). ალბათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ყველაფერი დაიწყო“, - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში კაბინეტის პირველ სხდომაზე, როდესაც ჰკითხეს, რა დათმობებზე უნდა წავიდეს უკრაინა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა