ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ფრიდრიხ მერცი და ოლაფ შოლცი კოალიციის ჩამოყალიბებაზე საცდელ მოლაპარაკებებს იწყებენ

ნახვები: 498 ფრიდრიხ მერცი და ოლაფ შოლცი კოალიციის ჩამოყალიბებაზე საცდელ მოლაპარაკებებს იწყებენ

გერმანიის კონსერვატიული ბლოკის - „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან-სოციალური კავშირის“ (CDU/CSU) და “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის მაღალი თანამდებობის პირები კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე საცდელ მოლაპარაკებებს დღეს დაიწყებენ, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის ბუნდესტაგის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული ბლოკის ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ სურს მთავრობა აღდგომამდე 20 აპრილს შეიქმნას.

Reuters-ი წერს, რომ კონსერვატორებსა და მესამე ადგილზე გასულ „სოციალ-დემოკრატებს“ შორის კოალიცია არის ერთადერთი მათემატიკური შესაძლებლობა მთავრობის ფორმირებისთვის, თუ ყველა მხარე დაიცავს ვალდებულებას, არ მართოს ქვეყანა პარტიასთან - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ - ერთად, რომელიც არჩევნებში მეორე ადგილზე გავიდა.

საცდელი მოლაპარაკებები, რომელშიც თითოეული მხარის ცხრა მაღალი თანამდებობის პირი მონაწილეობს, მოგვიანებით შეიძლება უფრო დეტალურ დისკუსიებში გადაიზარდოს ოთხწლიანი საკანონმდებლო დღის წესრიგის დეტალური პროგრამის შედგენის მიზნით.

კონსერვატორების საარჩევნო კამპანია ეკონომიკურ საკითხებსა და მიგრაციის შემცირების დაპირებაზე იყო ფოკუსირებული, ოლაფ შოლცის “სოციალ-დემოკრატიულ“ პარტიას კი მინიმალური ხელფასის გაზრდა სურს და სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე მერცის ხედვას ეწინააღმდეგება

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა