ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

IPN: ევროკავშირის პრესსპიკერი რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე - დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, მიზნად ისახავს მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას

ნახვები: 479 IPN: ევროკავშირის პრესსპიკერი რუსეთის დაზვერვის განცხადებაზე - დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, მიზნად ისახავს მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას

დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, აშკარად მიზნად ისახავს მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას. ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებასთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა.

მისი თქმით, ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი ქმედება და ხელახლა განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან.

„მოკლედ რომ ვუპასუხოთ თქვენს კითხვას - ეს არის სრულიად ყალბი ინფორმაცია. რაც შეეხება უფრო ვრცელ განცხადებას - ეს დეზინფორმაციული კამპანია, რომელსაც ახორციელებენ რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო საშუალებები, აშკარად მიზნად ისახავენ მანიპულაციას და უნდობლობის დათესვას. ეს ბრალდებები ევროკავშირის წინააღმდეგ სრულიად უსაფუძვლოა. ევროკავშირი გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს თავისი ქმედება და ხელახლა განაახლოს ურთიერთობა ევროკავშირთან“, - განაცხადა ანუარ ელ ანუნმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს.

„დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა