ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

რასა იუკნევიჩიენე - რუსეთის დაზვერვის განცხადება პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში

ნახვები: 515 რასა იუკნევიჩიენე - რუსეთის დაზვერვის განცხადება პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში

რუსეთის დაზვერვის განცხადება პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში, რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„თუ ვინმე ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქუჩის პროტესტები უბრალოდ ლოკალური ბრძოლაა ოპოზიციასა და მთავრობას შორის, რუსეთის დაზვერვის განცხადება საპირისპიროს ადასტურებს.

ეს რუსეთის პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში.

საშუალება მომეცით შეგახსენოთ: 2020 წელს ბელარუსებს ფულისთვის პროტესტი დააბრალეს. ისევ გამოიყენება კრემლის იგივე ნარატივები.

როგორც კრემლმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს, ახლა ივანიშვილის უჭერს მხარს. რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“.

არ შეცდეთ - ეს მხოლოდ საქართველოზე არაა. ეს იმაზეა, რომ რუსეთი იმის დაბრუნებას ცდილობს, რაც მისი გავლენის კანონიერ სფეროდ მიაჩნია.

ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის ეს ნათელი სიგნალი უნდა იყოს: მათ მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს“, - წერს იუკნევიჩიენე.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ევროკავშირი მზად არის ქართველ ახალგაზრდებს ფული გადაუხადოს.

„დაგეგმილია ანტისამთავრობო გამოსვლების თითო მონაწილისთვის დღეში 120 ევროს გადახდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა