ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა

ნახვები: 531 სალომე ზურაბიშვილი - დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა

დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. პირველად, როდესაც ჩემით უნდა ჩავდგომოდი მოლაპარაკებებს სათავეში, ბევრი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ საბაზისო რაღაცები მასწავლა: „ნებისმიერი ქმედების უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს დაამცირო მეორე მხარე!“ მათ უნდა იშუამავლონ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელებად წარმოჩენა!

ვოლოდიმირ ზელენსკი, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა - არა ერთხელ, არამედ ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში - თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო“, - წერს ზურაბიშვილი.

„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას” დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება. მაშინ, როდესაც ყველას უფრო ძლიერი ამერიკა გვჭირდება უფრო ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველანი ამ უკანასკნელის აღმოცენებას ვხედავთ”, - წერს კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა