ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით დაიფარება

ნახვები: 495 უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით დაიფარება

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან თავდაცვის გასაძლიერებლად 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებით დაიფარება, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

„დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარი) გადაცემის შესახებ.

ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ონლაინ ფორმატში შედგა, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

სახსრები “დიდი შვიდეულის” ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ნაწილია, რისი მთლიანი მოცულობაც 50 მილიარდი აშშ დოლარია. კრედიტი დაიფარება სამომავლო შემოსავლებით, რომლებიც მიღებული იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან,” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ERA-ის მექანიზმის ფარგლებში უკრაინამ უკვე მიიღო 1 მილიარდი აშშ დოლარი აშშ-სგან და 3 მილიარდი ევრო ევროკავშირისგან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა