ანდრო ჭიჭინაძე - ვინც პოლიციის ფორმით გოგონებს ურტყამდნენ, სად არიან, რატომ არ არიან აქ?
რაჟდენ კუპრაშვილი - ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს „მხილების“ ძლიერი მექანიზმი, „მამხილებლის“ დაცვის მექანიზმი კი გაძლიერდება
რაჟდენ კუპრაშვილი - მონიტორინგი გაიარა ყველამ: გომელაურმაც, ღარიბაშვილმაც, ლილუაშვილმაც და არანაირი დარღვევა არ არის გამოვლენილი - მონიტორინგში არ მოხვედრილა ბიძინა ივანიშვილი
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ საბა სხვიტარიძეს ბრალდება გადაუკვალიფიცირა - პოლიციელზე თავდასხმის მუხლი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებით შეიცვალა
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით ქეთი ქუთათელაძე
ყაველაშვილი აცხადებს, რომ მასაც შეზიზღდებოდა გაუნათლებელი, "ვიღაცა ხეპრე მოვიდა", აგერ "ბიძინა ივანიშვილის ცხენი" დასვეს აგერ", არც "არაფერს ეკითხებიან" - პრეზიდენტი
სოჭში დრონები გამოჩნდნენ
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს

კირ სტარმერი - უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის

02.03.2025 ნახვები: 330

ახლა ევროპის უსაფრთხოებისთვის დგას მომენტი, რომელიც თაობაში ერთხელ ხდება, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ლონდონში, უკრაინის საკითხზე მიმდინარე სამიტის გახსნისას განაცხადა.

„უკრაინისთვის კარგი შედეგის მიღება არ არის მხოლოდ „სწორია თუ არასწორიას“ საკითხი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა ერის უსაფრთხოებისთვის, როგორც აქ წარმოდგენილი, ასევე სხვა მრავალი ქვეყნისთვის“, - აღნიშნა სტარმერმა.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და განაცხადა, რომ უკრაინის გვერდით იდგებიან იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.

”ჩვენ, ყველანი თქვენთან, უკრაინასთან ვართ, იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, - აღნიშნა სტარმერმა.

ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი მასპინძლობს.

კირ სტარმერთან ერთად სამიტს ესწრებიან: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი პეტრ ფიალა, კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იუნას გარ სტორე, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ შუფი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა.

მოსალოდნელია, რომ ლიდერები სამიტზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერის საკითხებს, მათ შორის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის გზებს განიხილავენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა