ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ურსულა ფონ დერ ლაიენი - მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ უარესისთვის და გავაძლიეროთ თავდაცვა

ნახვები: 438 ურსულა ფონ დერ ლაიენი - მნიშვნელოვანია, მოვემზადოთ უარესისთვის და გავაძლიეროთ თავდაცვა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ლონდონში ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ჰქონდათ "კარგი და გულწრფელი დისკუსია".

მისი თქმით, განიხილეს რა არის საჭირო, რომ უკრაინა ძლიერ მდგომარეობაში იყოს. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება "უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები", რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს მხარს დაუჭერს.

ამასთან, ის ამბობს, რომ „სასწრაფოდ უნდა გადავაიარაღოთ ევროპა“ . ლაიენის თქმით, ევროკომისია ევროპულ საბჭოს შესაბამის გეგმას 6 მარტს წარუდგენს.

„ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, თავდაცვის ინვესტიციების გაგრძელება. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ გვჭირდება - იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ უფრო უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ თავდაცვა“, - დასძენს ის.

კითხვაზე, მისი გზავნილის შესახებ აშშ-სთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:

”ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა - არ შეგიძლია შეიჭრა... დააშინოთ მეზობელი ან საზღვრების შეცვლა ძალის გამოყენებით”.

ლონდონში უკრაინის საკითხზე მსოფლიო ლიდერების სამიტი მიმდინარეობდა, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უმასპინძლა. დასავლური მედიის ინფორმაციით, შეხვედრა დასრულდა და ლიდერები ტოვებენ ლანკასტერის სასახლეს, მოგვიანებით პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის პრესკონფერენცია იგეგმება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა