აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ტრამპის ბრძანება დაბადებისთანავე მოქალაქეობის შეზღუდვის შესახებ ბათილად ცნო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ

კირ სტარმერი - დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის

03.03.2025 ნახვები: 432

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ დღევანდელ სამიტზე ლიდერები შეთანხმდნენ, მალე კვლავ გამართონ შეხვედრა, რათა „ ქმედებების მიღმა ტემპი შეინარჩუნონ“ და გააგრძელონ მუშაობა საერთო გეგმაზე.

„ჩვენ დღეს ისტორიის გზაჯვარედინზე ვართ“, - განახადა შეხვედრის შემდეგ ბრიტანეთის პრემიერმა და დასძინა: "ეს არ არის მეტი საუბრის მომენტი - დროა, ვიმოქმედოთ და გავერთიანდეთ ახალი გეგმის გარშემო სამართლიანი და მტკიცე მშვიდობისთვის”.

კერძოდ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და მოკავშირეები შეთანხმდნენ უკრაინაში ბრძოლის შეჩერების გეგმაზე - ეს გეგმა განიხილება შეერთებულ შტატებთან და ისინი ერთად გააგრძელებენ მუშაობას.

სამიტზე შეთანხმდნენ ოთხ პუნქტზე:

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შენარჩუნება, კიევის ყოფნა ნებისმიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, ევროპელი ლიდერების მიზანზე - უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი მომავალი შეჭრის შეკავებაზე, შეიქმნება კოალიცია უკრაინის დასაცავად და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მისცემს წვდომას 1,6 მილიარდ ფუნტზე (2,01 მილიარდი დოლარი) ახალი რაკეტების შესაძენად.

სტარმერმა თქვა, რომ ევროპამ უნდა იტვირთოს "მძიმე ტვირთი" ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებაში, მაგრამ შეთანხმებას აშშ-ს მხარდაჭერა დასჭირდება.

დიდი ბრიტანეთის პრემიერის თქმით, "მნიშვნელოვანია კონტინენტის მჭიდროდ მუშაობა აშშ-სთან".

კერძოდ, სტარმერს ჟურნალისტმა ჰკითხა, არის თუ არა საფრთხე, რომ დასავლეთი შეიძლება გაიყოს უკრაინის მხარდაჭერის გამო - ევროპასა და აშშ-ს ურთიერთობების კონტექსტში.

სტარმერის თქმით, ევროპა და აშშ ერთად უნდა დადგნენ და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონტინენტი მჭიდროდ მუშაობდეს აშშ-სთან.

მისივე თქმით, აშშ საიმედო პარტნიორია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა