ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის წიაღისეულის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

ნახვები: 508 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის წიაღისეულის შეთანხმებას ხელი მოაწეროს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ წიაღისეულის შეთანხნებაზე ხელმოსაწერად მზად არის.

"თუ ჩვენ შევთანხმდით წიაღისეულის ხელშეკრულებაზე, ჩვენ მზად ვართ ხელი მოვაწეროთ მას.

შეთანხმება, რომელიც მაგიდაზეა, გაფორმდება, თუ მხარეები მზად იქნებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ BBC-ის კითხვაზე.

ოვალურ კაბინეტში მომხდართან დაკავშირებით ზელენსკის ბოდიში არ მოუხდია, თუმცა განაცხადა, რომ „არ იყო სწორი“ ასეთი მოლაპარაკებების სრულად ღიად გამართვა, რადგან „მტრებს შეუძლიათ ისარგებლონ“ მოკავშირეებს შორის არსებული უთანხმოებით.

ასევე ზელენსკიმ თქვა, რომ არ სურს ოვალურ კაბინეტში კამათზე საუბარი, სამაგიეროდ, ორიენტირებულია მომავალზე, "კონსტრუქციულ" მოლაპარაკებებზე გადასვლაზე.

”თუ ჩვენ ვიქნებით კონსტრუქციულები, დადებითი შედეგი დადგება" , - აღნიშნა მან.

მისი თქმით, არასოდეს უფიქრია ვინმეს „შეურაცხყოფა“ და ყოველთვის იყო ორიენტირებული ორპარტიულ მოლაპარაკებებზე აშშ-ში ყველა მხარესთან.

ასევე, ზელენსკის თქმით, არ სურს, რომ ომი ახალი კუთხით იყოს წარმოდგენილი, რომ "ომში ორი მხარეა და ბუნდოვანია ვინ არის აგრესორი“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა