ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია

ნახვები: 513 რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია

თურქეთის გარეშე ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უცხოელ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს „სტრატეგიულ პრიორიტეტად“ მიიჩნევს, რადგან იგი „ევროპის განუყოფელი ნაწილია“.

„თურქეთის მიერ თავისი კუთვნილი ადგილის დაკავების გარეშე ევროპისთვის გლობალურ აქტორად დარჩენა სულ უფრო შეუძლებელი ხდება“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, ერდოღანის თქმით, უკრაინაში სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში თურქეთი „ცდილობდა გამოსავალი ცეცხლზე ნავთის დამატების გარეშე ეპოვა“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, გვჯერა, რომ გამოსავალი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ მოიძებნება“, - განაცხადა ერდოღანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა