ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

დონალდ ტრამპი ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს აორმაგებს, მექსიკურ და კანადურ პროდუქტებზე კი 25 %-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში

ნახვები: 494 დონალდ ტრამპი ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფს აორმაგებს, მექსიკურ და კანადურ პროდუქტებზე კი 25 %-იანი ტარიფები დღეიდან შედის ძალაში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები დაგეგმილისამებრ სამშაბათიდან შევა ძალაში.

მისი თქმით, ამ ორ ქვეყანასთან, ტარიფების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებებისთვის „ადგილი აღარ დარჩა“.

„ადგილი აღარ დარჩა მექსიკისთვის, ან კანადისთვის. მოგეხსენებათ, ყველაფერი დადგენილია. ისინი ძალაში ხვალ შევა. 25 პროცენტიანი ტარიფი კანადისთვის და 25 პროცენტიანი - მექსიკისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, მან ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ჩინურ საქონელზე ტარიფის გაორმაგებას, 10%-დან 20%-მდე გაზრდას, ითვალისწინებს.

„დავადგინე, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ არ გადადგა ადეკვატური ნაბიჯები უკანონო ნარკო კრიზისის შესამსუბუქებლად და რომ 14195 აღმასრულებელი ბრძანებით აღწერილი კრიზისი არ შემცირებულა“, - აღნიშნულია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა