ეუთო/ოდირი - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში ოქტომბერში შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობის კუთხით და უნდა გაუქმდეს
ადვოკატი - მზია ამაღლობელის ტელეფონში "დიფ სთეითი“ არ აღმოჩნდა
ელენე ხოშტარია - მიუხედავად ძალადობისა თუ რეპრესიებისა, საქართველოს გეზს განსაზღვრავს ხალხი და არა ისტორიული ანომალია „ოცნების“ სახით
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსები უკრაინას 430 დრონით და 18 რაკეტით დაესხნენ თავს
ირაკლი ღარიბაშვილმა 1 მლნ ლარის ოდენობის გირაო საცხოვრებელი სახლით უზრუნველყო
Ukrainian refugees in Germany to receive lower benefits
Rescuers show aftermath of Russian drone strike on Sumy enterprise
Ukraine brings teen, his mother back from occupied territory

ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა

04.03.2025 ნახვები: 368

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ევროპის გადაიარაღების“ გეგმა წარადგინა. „ჩვენ გადაიარაღების ეპოქაში ვიმყოფებით. ევროპა მზად არის თავდაცვის ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდოს, როგორც მოკლევადიანი გამოწვევებისთვის საპასუხოდ და უკრაინის მხარდასაჭერად, ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის ასაღებად“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ევროპელ ლიდერებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „ევროპის გადაიარაღების“ გეგმის ხუთი პუნქტია აღწერილი: 1. თავდაცვისთვის სახელმწიფო დაფინანსების გამოთავისუფლება; 2. ახალი ინსტრუმენტი, რომელიც თავდაცვაში ინვესტირების მიზნით წევრი ქვეყნებისთვის 150 მილიარდი ევროს ოდენობის სესხების გამოყოფას უზრუნველყოფს; 3. ევროკავშირის ბიუჯეტის შესაძლებლობების გამოყენება; 4. დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება; 5. ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით კერძო კაპიტალის მობილიზება.

მისი თქმით, ევროპის თავდაცვითი და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების გეგმების მეშვეობით, შესაძლოა, 800 მილიარდი ევროს მობილიზება მოხდეს.

„ეს ევროპის მომენტია და ჩვენ ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა