ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს ჩვენებას გერმანელი ექსპერტი მისცემს

ნახვები: 454 გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს ჩვენებას გერმანელი ექსპერტი მისცემს

გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე დღეს ჩვენებას გერმანელი ექსპერტი მისცემს - ფრენკ მიულერი, რომელმაც 11 წუთიანი აუდიოჩანაწერის ექსპერტიზა ჩაატარა და მისი ავთენტურობა დაადასტურა, უკვე საქალაქო სასამართლოშია.  

დღეს ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა ქვეყანა დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში, ბაჩიაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ იძულებული გახდა, სამშობლო დაეტოვებინა. 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება. გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა