ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს

ნახვები: 524 პოლონეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს

სუვერენული, პროდასავლური უკრაინა, რომელსაც შეუძლია დაიცვას საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან, ნიშნავს უფრო ძლიერ და უსაფრთხო პოლონეთს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკურ არეულობასა და მზარდ ქაოსში ეს არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ვინც ეჭვქვეშ აყენებს ამ აშკარა ჭეშმარიტებას, ხელს უწყობს პუტინის ტრიუმფს. გასაგებია?“ - წერს ტუსკი.

ამასთან, პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, პაველ ვრონსკიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის სამხედრო დახმარების დაპაუზების გადაწყვეტილება მოკავშირეებთან კონსულტაციის და მათი ინფორმირების გარეშე მიიღო.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ეს წინადადება შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს - გადაწყვეტილება მიღებულია ნატო-ელ მოკავშირეებთან ან „რამშტაინის“ ჯგუფთან კონსულტაციების, ან მათი ინფორმირების გარეშე“, - აღნიშნა პოლონეთის საგარეო საქმეთა საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა