ანა ბუჩუკური - ირაკლი კობახიძე გამობრძანდეს და დაასახელოს, „ოცნების“ რომელი კაცი წევრის გათხოვებას ითხოვდა ევროკავშირი!
სტივენ დაუთი - ღრმად შეშფოთებული ვარ „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი რეპრესიებით
ლევან ხაბეიშვილი - ელოდებიან რიჟვაძის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს
„პუბლიკის“ მთავარი რედაქტორი, ზურა ვარდიაშვილი სასამართლოში მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავს
გიორგი ვაშაძე ოპოზიციას სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ და თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილე 8 პარტიის ბაზაზე, საერთო სახელით, გაერთიანებას სთავაზობს
შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი თიბისი კონცეპთან ერთად
თამარ ნუცუბიძე: ევროკავშირში დარწმუნებული არიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება უნდა თავად "ოცნებას"
War update: Ukraine repels 176 Russian assaults over past day

დონალ ტრამპი - ამერიკა დაბრუნდა

05.03.2025 ნახვები: 332

ამერიკა დაბრუნდა, - ამ სიტყვებით დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლა.

პრეზიდენტმა საინაგურაციო სიტყვა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ექვსი კვირის წინ "ამერიკის ოქროს ხანის გარიჟრაჟი" გამოაცხადა.

„იმ მომენტიდან მოყოლებული, სხვა არაფერი მომხდარა, თუ არა სწრაფი და შეუპოვარი ქმედება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი და წარმატებული ეპოქის დასაწყებად. 43 დღეში ჩვენ უფრო მეტს მივაღწიეთ, ვიდრე ადმინისტრაციების უმეტესობამ მიაღწია ოთხ თუ რვა წელიწადში. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ, ”- აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, „ამერიკული ოცნება შეუჩერებელია“.

"ამერიკის იმპულსი დაბრუნდა. ჩვენი სული დაბრუნდა. ჩვენი სიამაყე დაბრუნდა. ჩვენი თავდაჯერებულობა დაბრუნდა. ამერიკული ოცნება იზრდება - იმაზე უფრო მეტად და უკეთესად, ვიდრე ოდესმე. ამერიკული ოცნება შეუჩერებელია", - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ფედერალური მუშაკები, რომლებიც მისი ადმინისტრაციის პოლიტიკას წინააღმდეგობას გაუწევენ, თანამდებობებიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლდებიან.

„ჩემი ადმინისტრაცია დაიბრუნებს ძალაუფლებას უპასუხისმგებლო ბიუროკრატიისგან და ჩვენ აღავდგენთ ნამდვილ დემოკრატიას ამერიკაში. ნებისმიერი ფედერალური ბიუროკრატი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ ცვლილებას, დაუყოვნებლივ მოიხსნება თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ჭაობს ვაშრობთ. არაარჩეული ბიუროკრატების მმართველობის დღეები დასრულდა“, - აღნიშნა ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპის სიტყვის გამოსვლისას დარბაზიდან გააძევეს “დემოკრატი” კონგრესმენი ალ გრინი, რომელმაც პრეზიდენტს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა შეძახილით : „თქვენ არ გაქვთ მანდატი“.

სხვა ქვეყნები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ და ახლა ჩვენი ჯერია, დავიწყოთ მათი გამოყენება ამ ქვეყნების წინააღმდეგ, -  განაცხადა. ტრამპმა. 

ამ კონტექსტში მან ახსენა ევროკავშირი, ჩინეთი, ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, მექსიკა და კანადა.

„ინდოეთი გვაკისრებს 100%-იანზე მეტ ტარიფებს, ჩინეთის საშუალო ტარიფი ჩვენს პროდუქტებზე ორჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ მათთვის გვაქვს დაწესებული და სამხრეთ კორეის საშუალო ტარიფი ოთხჯერ მეტია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, სავაჭრო პარტნიორების მიმართ აშშ-ის საპასუხო ტარიფები 2 აპრილიდან შევა ძალაში.

„2 აპრილს იწყება საპასუხო ტარიფები და რა ტარიფებსაც გვაკისრებენ სხვა ქვეყნებს, ჩვენც დავუწესებთ მათ. ეს ორმხრივია. რასაც დაგვიბეგრებენ, ჩვენც დავუბეგრავთ. თუ ისინი დაგვიწესებენ არაფულად ტარიფებს იმისთვის, რომ თავიანთი ბაზრების მიღმა დაგვტოვონ, ჩვენც დავაწესებთ არაფულად ბარიერებს იმისთვის, რომ ისინი ჩვენი ბაზრის მიღმა დავტოვოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი განმარტებით, შესაძლოა, ტარიფების დაწესებას მოჰყვეს მცირე მღელვარების და ადაპტაციის პერიოდი, მაგრამ ტარიფები, საბოლოო ჯამში, კეთილდღეობას მოუტანს შეერთებულ შტატებს იმით, რომ აიძულებს კომპანიებს მეტი პროდუქტი აწარმოონ შეერთებულ შტატებში, რაც შექმნის სამუშაო ადგილებს და შესაძლებლობებს. „ის მოგვიტანს ტრილიონობით დოლარს და შექმნის სამუშაო ადგილებს ისე, რაც არასდროს არ გვინახავს“, - აღნიშნა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, მექსიკა და კანადა აშშ-ში ფენტანილის შეტანას აქამდე არნახულ დონეზე უშვებენ, რაც იწვევს ასობით და ათასობით ადამიანის მკვლელობას და ოჯახების განადგურებას. ტრამპის მტკიცებით, ეს ორი ქვეყანა აშშ-სგან მილიარდობით დოლარის სუბსიდიას იღებს. ”ჩვენ აღარ ვაპირებთ ამის გაკეთებას”, - დასძინა ტრამპმა.

ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი და ვფიქრობ, ჩვენ მას მივიღებთ - ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ტრამპმა გრენლანდიელ ხალხს მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მათ უფლებას, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი.

„მაქვს მესიჯი არაჩვეულებრივი გრენლანდიელი ხალხისთვის. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენს უფლებას, განსაზღვროთ საკუთარი მომავალი და თუ აირჩევთ, მოგესალმებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენ გვჭირდება გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვისაც კი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ჩართულ მხარესთან, რათა ვცადოთ მისი მიღება. მაგრამ ის ნამდვილად გვჭირდება საერთაშორისო მსოფლიო უსაფრთხოებისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მას მივიღებთ - ასე თუ ისე, ჩვენ მას მივიღებთ“, - აღნიშნა ტრამპმა. 

მისი თქმით, შეერთებული შტატები უზრუნველყოფს გრენლანდიელი ხალხის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენს უსაფრთხოებას, გაგამდიდრებთ და ერთად, ჩვენ ავიყვანთ გრენლანდიას ისეთ სიმაღლეებამდე, როგორზეც აქამდე არასოდეს გიფიქრიათ. ეს არის ძალიან მცირე მოსახლეობა, მაგრამ ძალიან, ძალიან დიდი მიწის ნაკვეთი და ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა