ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე - მნიშვნელოვანია ამერიკასთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები ომის რეალურად დასასრულებლად

ნახვები: 468 ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს სამხედრო დახმარების დაპაუზებაზე - მნიშვნელოვანია ამერიკასთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები ომის რეალურად დასასრულებლად

უკრაინის ­პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მან სთხოვა უკრაინელ ოფიციალურ პირებს დაუკავშირდნენ ამერიკელ კოლეგებს სამხედრო დახმარების დაპაუზების შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მისაღებად.

“უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ჩვენი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს, დიპლომატებს დავავალე დაუკავშირდნენ თავიანთ კოლეგებს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ოფიციალური ინფორმაცია მიიღონ. ხალხი არ უნდა ვარაუდობდეს. უკრაინა და ამერიკა პატივისცემით სავსე დიალოგს, ერთმანეთის მკაფიო პოზიციებს იმსახურებენ. განსაკუთრებით, როდესაც საუბარი ფართომასშტაბიანი ომის დროს სიცოცხლის დაცვაზეა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინის სამსახურებმა პარტნიორების დახმარებით მოასწრეს სამოქმედო ალგორითმების შემუშავება ნებისმიერ ვითარებაში.

 

“იყო ჰუმანიტარული დახმარების შეჩერება, ენერგეტიკულის. ასევე უკვე ყოფილა სამხედრო დახმარების შეჩერებაც - იანვრის ბოლოს, მაგრამ მაშინ სწრაფად მოხერხდა ყველაფრის აღდგენა. ჩვენ ვხედავდით რისკებს… ახლა 2022 წელი არ არის. ახლა ჩვენი მედეგობა უფრო მაღალია. გვაქვს თავდაცვის საშუალებები. მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკასთან ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობები ომის რეალურად დასასრულებლად. ჩვენგან არავის არ სურს უსასრულო ომი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე კომენტარი გააკეთა ევროკომისიის “ევროპის გადაიარაღების” გეგმაზე, რომელიც ევროპას თავდაცვის ხარჯების დაახლოებით 800 მილიარდი ევროს მობილიზების საშუალებას მისცემს და უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებაში დაეხმარება.

“არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ევროკომისიიდან ევროპის დაცვაზე მნიშვნელოვან სახსრებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს უპირველეს ყოვლისა დამატებითი საჰაერო თავდაცვაა - დამატებითი სისტემები, დამატებითი რაკეტები, დამატებითი შესაძლებლობა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, ჩვენი პოზიციების დასაცავად. და ეს ყველაფერი კარგ დამატებით საფუძველს ქმნის ომის დასასრულებლად მუშაობისთვის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა