ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

კახა კალაძე - ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, დაფუძნებულია ტყუილზე

ნახვები: 530 კახა კალაძე - ყველა განცხადება, რასაც ვისმენთ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, დაფუძნებულია ტყუილზე

ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან, - ამის შესახებ თბილისის ე.წ. მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოუტანს ხელისუფლებას, პირიქით, ისინი დაზიანდებიან.

„ყველა განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ ამ გაქსუებული ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ევროპიდან, ყველაფერი ეს დაფუძნებულია ტყუილზე, არანაირი კავშირი არ აქვს ევროპულობასთან, დემოკრატიულობასთან. ეს არის გარკვეული დაჯგუფება, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ჰქონდა აბსოლუტურად სხვა ინტერესი და უბრალოდ ევროკავშირში გაწევრიანების თემას იყენებენ მუქარებისთვის, დაშანტაჟებისთვის. არაერთხელ განვმარტეთ, რომ არც მათი მუქარების გვეშინია და არც მათი შანტაჟის არავის ეშინია. როცა საქმე ეხება ქვეყნის ინტერესსა და მომავალს, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს სჭირდება. შესაბამისად, ამ ტიპის განცხადებები ვერაფერ ზიანს ვერ მოგვიტანს, პირიქით, ისინი დაზიანდებიან. ჩვენ მართლაც ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი გვაქვს განვითარების თვალსაზრისით, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის. ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები არიან, მათი ჩართულობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საქართველოს. შესაბამისად, საქართველო არის ძალიან სანდო პარტნიორი, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებითა და ნაბიჯებით გამოიხატება.

ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს უსამშობლო რადიკალები, ისინი არიან ქვეყნის გარეთ არსებული გაქსუებული ბიუროკრატები, რომლებსაც საქართველოსთან მიმართებით რადიკალურად სხვა ინტერესი აქვთ, სხვა ინტერესი ჰქონდათ, ეს დღესაც გრძელდება. მათ არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოეყენებინათ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ქვეყანაში არ გაჩაღდა მეორე ფრონტი, არ მიუერთდა სანქციებს. თუ სურთ ომი, კეთილი ინებონ, ჩაერთონ, თავად იომონ და დაუპირისპირდნენ როგორც უნდათ ისე, ვისაც უნდათ ისე. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის ვატარებდით ჩვენი ქვეყნის ინტერესს და გავატარებთ. სიცრუე და ტყუილია ის განცხადებები, რასაც მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში ვუსმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა