ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ISFED: პროკურატურა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დასკვნის სრულ დოკუმენტს ითხოვს

ნახვები: 518 ISFED: პროკურატურა არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დასკვნის სრულ დოკუმენტს ითხოვს

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების თქმით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაცია მოითხოვა.

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურისგან სამართლიანმა არჩევნებმა მიიღო წერილი, რომლითაც უწყება ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლისა და დათვლის შედეგად მიღებული დასკვნების ამსახველი სრული დოკუმენტაციის გაგზავნას. წერილის თანახმად, პროკურატურა ამ დოკუმენტებს ითხოვს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში. ორგანიზაცია გააგზავნის შესაბამის დოკუმენტაციას". - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაცია ISFED-ის შეფასებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების გამო, არჩევნები შედეგები ქართველი ამომრჩევლის ნების გამოხატულება არ არის.

ორგანიზაციის დირექტორი, ნინო დოლიძის ამბობდა, რომ არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს შორის ხმის ფარულობის დარღვევა იყო ერთ-ერთი "ცენტრალური და მასშტაბური" პრობლემა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა