ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ემანუელ მაკრონი - მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე

ნახვები: 496 ემანუელ მაკრონი - მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე

მშვიდობისკენ გზა არ შეიძლება უკრაინის კაპიტულაცია იყოს, რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გამოსვლაში მაკრონმა განაცხადა, რომ ფრანგები “ლეგიტიმურად შეშფოთებულები” არიან საერთაშორისო ვითარებაზე, იმის ფონზე, რომ უკრაინაში ომი “იგივე ინტენსიურობით გრძელდება”, აშშ-ის ფონზე, რომელიც “ნაკლებად უჭერს უკრაინას მხარს და ეჭვებს აჩენს შემდგომ რა მოხდება” და რომელიც “აპირებს სავაჭრო ტარიფების დაწესებას ევროპიდან მომავალ საქონელზე”.

“პირველივე დღიდან ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთის დასანქცირება. და კარგად მოვიქეცით. ვინაიდან, საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ უკრაინელი ხალხია, რომელიც მამაცად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებაც… მშვიდობა აღარ არის გარანტირებული ჩვენს კონტინენტზე. რუსული საფრთხე გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე და გავლენას ახდენს ჩვენზე…

რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად. პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, არჩევნების მანიპულირებას ახდენს რუმინეთსა და მოლდოვაში, ციფრულ თავდასხმებს აორგანიზებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა მათი მუშაობა შეაფერხოს… როგორ ჩანს, ამ აგრესიამ არავითარი საზღვრები არ იცის. ამ საშიში სამყაროს წინაშე მაყურებლად დარჩენა სიგიჟე იქნება”, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, უკრაინაში მშვიდობა “სავარაუდოდ, ევროპული ძალების განლაგებით დადგება”, რომლებიც “არ წავლენ წინა ხაზზე საბრძოლველად, მაგრამ იქ იქნებიან, როდესაც მშვიდობა გაფორმდება, რათა მისი სრული პატივისცემა უზრუნველყონ”.

მან აღნიშნა, რომ უნდა იყოს “გეგმა მყარი, ხანგრძლივი, კონტროლირებადი მშვიდობისთვის, რომელიც მომზადდება უკრაინელებთან და რამდენიმე სხვა ევროპელ პარტნიორთან ერთად”.

“მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ თუ ეს ასე არ იქნება”, - განაცხადა მაკრონმა.

ასევე, თავის გამოსვლაში მაკრონმა აღნიშნა, რომ "ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში".

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი “შეიარაღებას აგრძელებს” და 2030 წლისთვის “ის გეგმავს საკუთარი არმიის კიდევ უფრო გაზრდას, 300,000 დამატებითი ჯარისკაცის, 3,000 ტანკის, 300 საბრძოლო თვითმფრინავის ყოლას”.

“ამ კონტექსტში, ვის შეუძლია დაიჯეროს, რომ დღევანდელი რუსეთი უკრაინაზე გაჩერდება? ახლა, როდესაც გესაუბრებით, და მომავალი წლებისთვის, რუსეთი გახდა საფრთხე საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის…

მშვიდობა არ შეიძლება მიღწეულ იქნას ნებისმიერ ფასად და რუსული დიქტატის ქვეშ. მშვიდობა არ შეიძლება იყოს უკრაინის კაპიტულაცია, არ შეიძლება იყოს მისი ჩამოშლა. და არ შეიძლება შედგეს ცეცხლის შეწყვეტაში, რომელიც ზედმეტად მყიფე იქნება…

არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა 2014 წელს დაიწყო და მაშინ ცეცხლის შეწყვეტაზე მინსკში მოვილაპარაკეთ. ამავდროულად, რუსეთმა პატივი არ სცა ამ ცეცხლის შეწყვეტას და ვერ შევძელით ბალანსის შენარჩუნება მყარი გარანტიების ნაკლებობის გამო…

დღეს აღარ შეგვიძლია რუსეთის სიტყვის ნდობა. უკრაინას აქვს საკუთარი თავისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება, და ეს ჩვენს ინტერესებშია და ევროპული კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებშია. ამ მხრივ, ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობრებთან", - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე დებატების წინადადებით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ საფრანგეთმა თავისი ბირთვული იარაღით ევროპულ კონტინენტზე სხვა მოკავშირეების დაცვა დაიწყოს.

“ჩვენი ბირთვული შემაკავებელი ჩვენ გვიცავს; ის სრულიად, სუვერენულია, თავიდან ბოლომდე ფრანგულია… გერმანიის სამომავლო კანცლერის [ფრიდრიხ მერცის] ისტორიულ მოწოდებაზე პასუხად, გადავწყვიტე გავხსნა სტრატეგიული დებატები ჩვენი [ბირთვული] შემაკავებლით ევროპულ კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვის თაობაზე… რაც არ უნდა მოხდეს, გადაწყვეტილება ყოველთვის იყო და დარჩება რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელში”, - განაცხადა მაკრონმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა