პრეზიდენტის ადმინისტრაცია: მიხეილ ყაველაშვილი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს

დონალდ ტრამპი „ჰამასს“ - გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია

06.03.2025 ნახვები: 461

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „ჰამასს“ „ბოლო გაფრთხილებას" უგზავნის და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

„შალომ ჰამას“ ნიშნავს გამარჯობა და ნახვამდის - თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ. გაათავისუფლეთ ყველა მძევალი ახლა, დაუყოვნებლივ და არა მოგვიანებით, დააბრუნეთ თქვენს მიერ დახოცილი ადამიანების ცხედარი, თორემ თქვენთვის ყველაფერი დასრულებულია. ცხედრებს მხოლოდ ავადმყოფი და გაუკუღმართებული ადამიანები ინახავენ, ​​თქვენ კი ავადმყოფები და გაუკუღმართებულები ხართ“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელს ყველაფერს უგზავნის, რაც საჭიროა საქმის ბოლომდე მისაყვანად და რომ „ჰამასის“ არცერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ დაჯგუფება ისე არ მოიქცევა, როგორც ის ამბობს.

„ისრაელს ვუგზავნი ყველაფერს, რაც საჭიროა სამუშაოს დასასრულებლად, „ჰამასის“ არც ერთი წევრი არ იქნება დაცული, თუ არ მოიქცევით ისე, როგორც მე ვამბობ. ახლახან შევხვდი თქვენს ყოფილ მძევლებს, რომელთა სიცოცხლეც თქვენ გაანადგურეთ. ეს თქვენს მიმართ ბოლო გაფრთხილებაა!“- წერს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტი „ჰამასის“ ხელმძღვანელობას ღაზას სექტორის დატოვებისკენ მოუწოდებს და ასევე ანკლავის მოსახლეობას მიმართავს.

„ღაზას მოსახლეობას: მშვენიერი მომავალი გელით, მაგრამ თუ მძევლები გეყოლებათ, მკვდარი ხართ! მიიღეთ ჭკვიანური გადაწყვეტილება. გაათავისუფლეთ მძევლები ახლავე, თორემ მოგვიანებით ჯოჯოხეთის გადახდა მოგიწევთ!" - წერს ტრამპი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა