ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ჩვენს სახლთან თავს დაგვესხა ერთი ადამიანი - ქრისტის მუცელში მიარტყა ფეხები, მე ხელი ცხვირში ჩამარტყა, ცხვირი მაქვს გატეხილი

ნახვები: 528 „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი - ჩვენს სახლთან თავს დაგვესხა ერთი ადამიანი - ქრისტის მუცელში მიარტყა ფეხები, მე ხელი ცხვირში ჩამარტყა, ცხვირი მაქვს გატეხილი

„კრაბ კოფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქრისტი პირველი არ გამორიცხავს, რომ მასსა და მაღაზიის მეორე დამფუძნებელზე თავდასხმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს უკავშირდებოდეს. როგორც მან „ტვ პირველს“ განუცხადა, შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.

„დიღმის მასივში მოხდა, „მაგნიტის" ტერიტორიაზე. კამერები ამოღებულია. მას მისცეს გაქცევის საშუალება. ვეუბნებოდით, რომ პოლიციაში დარეკილი გვაქვს, არსად არ წახვიდე და ეს ბიჭი გააქციეს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლებოდა დაგეგმილი ყოფილიყო. რაც აქციები დაიწყო, 28 ნოემბრიდან, მოქალაქეებს ვეხმარებით უფასო ყავა - ჩაით, იქამდე მედიკამენტებითაც. არ შეგვიწყვეტია. წინა დღით დავდეთ პოსტი და გუშინ მოხდა ეს ამბავი“, - განაცხად კრისტი პირველმა.

ამასთან, როგორც „კრაბ კოფის“ მეორე მეპატრონე აცხადებს, მას ცხვირი აქვს გატეხილი და ოპერაცია ესაჭიროება.

„ჩვენს სახლთან მოხდა ეს ამბავი, თავს დაგვესხა ერთი ადამიანი. დანარჩენები გვიყურებდნენ თავიდან, ყვირილი რომ დავიწყე, ამ მომენტში მოვიდნენ და ვითომ გაიყვანეს. ერთი ადამიანი იყო, ჩვენ მიმართ დაიწყო გინება. ვიდექით 10 მეტრში, შორიდან დაიწყო ამ ყველაფრის ყვირილი. ჯერ ქრისტი მივიდა პირველი. ის ახტა და მუცელში მიარტყა ფეხები. მე რომ დავინახე, მივედი, ვერაფრის გაკეთება ვერ მოვასწარი, ერთი ხელი მომკიდა და მეორე ხელით ცხვირში ჩამარტყა. ცხვირი მაქვს გატეხილი. ოპერაცია დღესაა“, - აცხადებს „კრაბ კოფის“ ერთ-ერთი მეპატრონე.

შსს - ს ინფორმაციით კი, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა