ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

მამუკა ხაზარაძე - აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში!

ნახვები: 533 მამუკა ხაზარაძე - აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში!

უცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში! - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამერიკას სურს ცენტრალური აზიის ნედლეულის ბაზარზე წვდომა, რაც ანაკლიის პორტის გავლით უნდა მოხდეს.

„გუშინ ცნობილი გახდა, რომ სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა წარადგინა კანონპროექტი. მათ თავდაცვისა და სახელმწიფო მდივანს დაავალეს, მსოფლიოს მასშტაბით სასწრაფოდ შეისწავლონ ყველა ის პორტი და შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ყველგან მოხდეს ჩინური ინვესტიციების შეკავება და ჩანაცვლდეს ამერიკული ინვესტიციით. გუშინწინ ერთ-ერთმა უზარმაზარმა კომპანიამ, რომელიც ექვემდებარება ჩინურ აქტს, გადაწყვიტა გაყიდოს თავისი პორტები პანამაში აშშ-ის სასარგებლოდ. ამ სიტუაციაში ჩვენი ქვეყნის ფუნქცია იძენს საკმაოდ სერიოზულ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და აუცილებელია, რომ შეერთებული შტატების ინვესტიციები სასწრაფოდ დაბრუნდეს ანაკლიაში. მათ უნდათ, რომ ჰქონდეთ ცენტრალური აზიის ნედლეულის ბაზარზე წვდომა, შესაბამისად, მათი გატარება მოხდეს საქართველოს, კერძოდ ანაკლიის პორტის გავლით. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხი და ვფიქრობ, რომ დღეს მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს გადატანილი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, მდგომარეობა და ფუნქცია იქნას ხაზგასმული. ამის ერთადერთი კონკრეტული ნაბიჯი იქნება ის, როცა ამერიკული ინვესტიციები დაბრუნდება ანაკლიაში“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა