მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას
ხატია დეკანოიძე: ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების სამი მთავარი საკითხი პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური დევნა და სანქციები იქნება
ლაშა ფარულავა: თუ შუამავლის გარეშე სახელმწიფო მილიონებს ზოგავს, უნდა გაირკვეს, წლების განმავლობაში ეს ფული ვის რჩებოდა
თენგიზ აბლოთია: საქართველო თითქმის გაქრა ევროპის დღის წესრიგიდან, „ქართულ ოცნებას“ ეს რეალობა ხელს აძლევს
თბილისის პრობლემურ გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა იგეგმება
მარტა კოსი: საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა — რაც ახლა ხდება, გაფართოების ანგარიშში აისახება
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს

მედია - სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ნახვები: 564 მედია - სირიაში უსაფრთხოების ძალებმა ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

ბრიტანეთში დაფუძნებული "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ინფორმაციით, სირიის უსაფრთხოების ძალებმა, სავარაუდოდ, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, - ინფორმაციას BBС-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის ცნობით, ორი დღის განმავლობაში 745 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, რომლებიც „ალავიტების“ რელიგიურ უმცირესობას მიეკუთვნებოდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ რელიგიურ სექტას მიეკუთვნება გადაყენებული პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადიც.

BBC-ი წერს, რომ "სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის" ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, სულ 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს რიცხვი მოიცავს ათობით სამთავრობო ჯარისკაცსა და ასადის მხარდამჭერ შეიარაღებულ პირს, რომელთა შორის შეტაკებები ლატაკიასა და ტარტუსის პროვინციებში ხუთშაბათიდან მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა