ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

ნახვები: 503 ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა

ისრაელმა ღაზის სექტორს, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვის შემდეგ, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა.

„ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა დავიბრუნოთ ყველა მძევალი და უზრუნველვყოთ, რომ „ჰამასი“ აღარ იყოს ღაზის სექტორში“, - განაცხადა ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა.

„ჰამასმა“, თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლება „იაფფასიან და მიუღებელ შანტაჟის ტაქტიკაში“ დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირველი ეტაპის ფარგლებში, რომელიც 1-ელ მარტს დასრულდა, „ჰამასმა“ ისრაელს 25 ცოცხალი მძევალი და 8 მძევლის ცხედარი გადასცა. ისრაელმა, სანაცვლოდ, დაახლოებით 1 800 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის პირობად ღაზის სექტორის სრულ დემილიტარიზაციას და დარჩენილი 58 მძევლის, მათ შორის როგორც ცოცხლების, ასევე დაღუპულების, გადაცემას აყენებს. თავის მხრივ, „ჰამასი“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ითხოვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა