ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

რუსულმა ძალებმა უკრაინას 176 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 12 ოლქში 130 დრონი ჩამოაგდეს

ნახვები: 493 რუსულმა ძალებმა უკრაინას 176 დრონით შეუტიეს, უკრაინელებმა 12 ოლქში 130 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთმა წუხელ უკრაინაზე თავდასხმა 176 დრონის, მათ შორის Shahed-ის ტიპის დრონების გამოყენებით განახორციელა, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალების შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა Shahed-ის და სხვა ტიპის 130 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვში, პოლტავაში, სუმიში, ჩერნიგოვში, ჩერკასში, კიევში, კიროვოგრადში, ჟიტომირში, ვინიცაში, დნიპროპეტროვსკში, ზაპორიჟიესა და დონეცკის ოლქებში. ამასთან, 42 დრონმა ორიენტაცია დაკარგა და სამიზნეს ვერ მიაღწია.

რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონები სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს, მათ შორის რუსეთის შატალოვოს, მილეროვოს, კურსკის, ბრაიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.

უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის მძლავრი მუშაობის მიუხედავად, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ობიექტები ხარკოვის, პოლტავასა და კიევის ოლქებში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა