კავკასია: გუშინ, დღეს, ხვალ. ექსპერტები რეგიონის ძირითად გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე
ირანული მედია: აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვას მიხეილ ყაველაშვილიც დაესწრება
ელისაშვილის ადვოკატი: ვიდეოკადრებით ბრალდებულის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ექსპერტიზა კი ზიანს დაახლოებით 150 ევროდ აფასებს
მიხეილ სააკაშვილი: ოპოზიციის დიდი ნაწილი ნაწილობრივ „ქოცებს“ დაემსგავსა და სიტყვა „დიქტატორის“ გამოყენებასაც ვეღარ ბედავს
ეკატერინე ხვედელიძე მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედას: ამ ქვეყანაში მცხოვრები ყველა ქართველი დედა თქვენი ჭირისუფალია
კახა კალაძე: მიხეილ ყაველაშვილის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებაში ცუდს ვერაფერს ვხედავ
ნიკა სიმონიშვილი: პაატა ბურჭულაძეს კიდევ 51 ჯარიმა ჩაბარდა, ჯამური თანხა 710 000 ლარს აღწევს
ზვიად მაისაშვილი: შეუძლებელია ვიცოდე, რეალურად ეს ადამიანები არიან თუ არა, რადგან მათი სახეები არ მინახავს

გიორგი ბაჩიაშვილის საქმის მოსამართლე მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განმარტავს

10.03.2025 ნახვები: 465

სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებათა სტანდარტი, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა განაცხადა.

მან მის მიერ მიღებული განაჩენი განმარტა.

„მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო დაეყრდნო იმ მტკიცებულებებს, რაც ერთი მხრივ, ბრალდების და მეორე მხრივ, დაცვის მხარემ წარმოადგინა. ერთობლიობაში, ანალიზის საფუძველზე [სასამართლომ] მიიღო გადაწყვეტილება ის, რაც მოვისმინეთ.

სასამართლომ შეაფასა ის მტკიცებულებები, რაც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. მათ შორის, მინაწერები, სადაც აშკარად ჩანს, რომ იოსებ ფოფხაძემ პროცესის მიმდინარეობისას დაადასტურა, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მას არცერთი მიმოწერა არ განუხორციელებია და ყველა მიმოწერის ავტორი გიორგი ბაჩიაშვილი იყო. აღნიშნული მიმოწერის შინაარსის თანახმად, გიორგი ბაჩიაშვილი (დაზარალებულს მოვიხსენიებ მის უფროსად) ადასტურებდა, რომ გარკვეული ინტერესი ჰქონდა მის „უფროსთან დაკავშირებით“. ის ციტირება, რაც ბრალდების მხარემ მოიყვანა თანხის გადახდის რაღაც ნაწილში ადასტურებდა, რომ მილიონ-ნახევარი იყო მისი ინვესტიციის ნაწილი და დანარჩენი მისი „ბოსის ინტერესი“....

ერთობლიობაში სასამართლომ ეს მტკიცებულებები შეაჯამა და მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე იყო ის ქმედება, რაც მას ბრალად ჰქონდა წარდგენილი. საბოლოო ჯამში, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიციები. გიორგი ბაჩიაშვილს არაერთი გადარიცხვა აქვს შესრულებული და არაერთი ხელშეკრულება აქვს დადებული... აქედან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მტკიცებულებათა სტანდარტი...“, - განაცხადა გელაშვილმა.

ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 - 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა