ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს არ შეაჩერებს
თამარ ჩერგოლეიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ
War update: 229 clashes along front line over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,650 over past day
MI5 Chief calls Russia UK’s No. 1 aggressor
Germany joins Ukraine Transport Support Fund with EUR 1M contribution
Zelensky, Carney discuss U.S. contacts and upcoming diplomatic events
Russia prepares for possible direct military confrontation with Europe by 2045, Ukrainian Intelligence says

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - მხარეები უკვე საუდის არაბეთში არიან

ნახვები: 487 აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - მხარეები უკვე საუდის არაბეთში არიან

აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი - მხარეები უკვე საუდის არაბეთში არიან. 

დღეს ქალაქ ჯიდაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრები, ასევე პრეზიდენტ ზელენსკის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი შეხვედრას გამართავენ

საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა დღევანდელ მოლაპარაკებებს ის არ დაესწრება. 

როგორც რუბიომ თვითმფრინავში, ჟურნალისტებს განუცხადა, კონსულტაციების დროს მისი დელეგაცია შეეცდება გაიგოს, რა დათმობებზეა წამსვლელი კიევი, მშვიდობისთვის. თუმცა, რუბიო ამბობს, რომ დათმობაზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს და ეს შესაძლოა იყოს ტერიტორიულიც.

„რუსები ვერ დაიპყრობენ მთელ უკრაინას და უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება აიძულონ რუსები დაბრუნდნენ იქ, სადაც იყვნენ 2014 წელს. ჩვენ უნდა გავიგოთ უკრაინის პოზიცია , თუ რა დათმობებისთვის იქნებიან ისინი მზად. არ იქნება ცეცხლის შეწყვეტა და არ დასრულდება ეს ომი, თუ ორივე მხარე არ წავა დათმობებზე... შემდეგ ჩვენ გავარკვევთ, როგორია რუსეთის პოზიცია და ეს მოგვცემს საკმაოდ კარგ შეფასებას, თუ რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან“- განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

რუბიო უკვე შეხვდა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ტახტის მემკვიდრე პრინცს და პრემიერ-მინისტრ მუჰამედ ბინ სალმან ალ საუდს შეხვდა.

პრინც მოჰამედ ბინ სალმანს ასევე შეხვდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. 

ზელენსკის თქმით, შეხვედრა უკრაინაში ომის მშვიდობიან მოგვარებას მიეძღვნა. უკრაინის პრეზიდენტმა საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცთან ტყვეებისა და ბავშვების დაბრუნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეიძლება გახდეს ერთ-ერთი მთავარი ქმედება სამშვიდობო ინიციატივებისადმი ნდობის გასაძლიერებლად. ლიდერებმა ასევე დეტალურად განიხილეს უსაფრთხოების მომავალი გარანტიების ფორმატები.

საუდის არაბეთში გუშინ ჩავიდა ვოლოდიმირ ზელენსკი, თუმცა დღევანდელ მოლაპარაკებებს ის არ დაესწრება. უკრაინის პრეზიდენტი ჯიდაში პრინც მოჰამედ ბინ სალმანს შეხვდა.  

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა